სერია A. XIV ტური: "მილანი" არ ჩერდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს იტალიის სერია A-ს XIV ტურის 2 მატჩი გაიმართა.

"მილანი" ლევან მჭედლიძის "ემპოლის" ესტუმრა და ანგარიშით 4:1 მოუგო. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და განაცხადში არ იყო. ეს "მილანის" მეოთხე წაუგებელი მატჩია, "როსონერიმ" ამ ბოლო დროს სტაბილურობა დაიბრუნა, რაც სატურნირო ცხრილში აისახა - მილანელები მეორე ადგილზე არიან.

რაც შეეხება, მეორე შეხვედრა "ტორინომ" საკუთრ მოედანზე "კიევო" 2:1 დაამარცხა.

სერია A. XIV ტური
ტორინო-კიევო 2:1
გოლები: 1:0 იაგო ფალკე (36), 2:0 იაგო ფალკე (38), 2:1 ინგლეზე (86)
ტორინო (4-3-3): ჰარტი, ძაპაკოსტა, როსეტინი,
კასტანი, ბარეკა, ბენასი (აკქუა 82), ვალდიფიორი, ბაზელი (ობი 58), იაო ფალკე (ბოიე 69), ბელოტი, ლიაიჩი
კიევო (4-3-2-1): სორენტინო, კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი, დე გუზმანი (ლამინი 81), რადოვანოვიჩი, კასტრო, ბირსა, იცკო (მეჯორინი 46, ინგლეზე 70), პელისიერი

ემპოლი-მილანი 1:4
გოლები: 0:1 ლაპადულა (15), 1:1 საპონარა (17), 1:2 სუსო (62, ა.გ), 1:3 კოსტა (64), 1:4 ლაპადულა (78)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი, ვესელი (ძამბელი 68), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი, კრუნიჩი (ტელო 68), დიუსიე, კროჩე, საპონარა მარილუნგო (ჯილარდინო 74), მაკარონე
მილანი (4-3-3): დონარუმა, აბატე, გომესი, რომანიოლი, დე შილიო პაშალიჩი (ნიანგი 79), ლოკატელი, მატი ფერნანდესი (კუცკა 10) სუსო, ლაპადულა, ბონავენტურა (პოლი 84)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეიმედება მილანი და იტალიის ნაკრები, მილანის ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებით.
შოთა
10:29 28-11-2016
0
იტალიას ვგულშემატკივრობ 1978 წლიდან (რა თქმა უნდა პირველი გუნდი რაც შეიქმნა არის საქართველოს ნაკრები), და საკლუბო გუნდებიდან იუვენტუსს, როგორც ნაკრების საბაზო გუნდს; ბოლო წელია სამარცხვინო გახდა იუვენტუსი, სადაც გეომეტრიულად შემცირდა იტალიელების წილი, დაცვაშიც კი აღარ არის მაგათი ადგილი ლამის, მოტეხილია მარკიზიოც; დღეს იტალიის ნაკრების იმედი და ღერძის სწორედ მილანია, სადაც მომავალი ნაკრების ბირთვის იჭედება
Mamuka
21:42 27-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული