* "იუვენტუსის" კიდევ ერთი მცველი, ლეონარდო ბონუჩი 1,5-2 თვეს ვერ ითამაშებს.
"ჯენოასთან" მატჩი "იუვენტუსისთვის" ყოველმხრივ ცუდი გამოდგა - ტურინულმა გრანდმა მარცხი იწვნია, კონკურენტებს მიახლოების საშუალება მისცა და ამასთან, ორი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.
მატჩის მსვლელობისას, დანი ალვეშმა და ლეონარდო ბონუჩიმ ტრავმები მიიღეს.
როგორც სამედიცინო შემოწმებამ ცხადყო, დანი ალვეშს მარცხენა ტერფზე ძვლის მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 4 თვე მოუწევს უქმობა. ამრიგად, "ვეკია სენიორა" დიდი ხნით რჩება ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის გარეშე. ლეონარდო ბონუჩის, რომელიც ტრავმის
გენუაში განცდილი მარცხის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი პრესას ვრცლად ესაუბრა:
სუსტი "იუვენტუსი"
"ჯენოა" 24-ჯერ დაჯარიმდა, ჩვენ კი მხოლოდ 9-ჯერ, ასეთი სტატისტიკით კი რთულია მატჩის მოგება. დიახ, მე ჯარიმებზე გავამახვილე ყურადღება, რადგან აქედან ჩანს, რომ მეტოქე არნახულად მოტივირებული იყო და ხისტად თამაშობდა, ჩვენ კი ინერტულად ვმოქმედებდით. "იუვენტუსი" იყო უბრალოდ სუსტი და შესაბამისად, შედეგიც კანონზომიერია. პირველი ტაიმი საშინელება იყო, ჩვენი დაცვა მეტოქეს ყველაფრის უფლებას აძლევდა, რამაც სამი გაშვებული გოლი მოგვიტანა. მეორე ნახევარში შედარებით გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
შეცდომების ანალიზი
კონკურენტებს ოთხი ქულით ვუსწრებთ და ეს სოლიდური უპირატესობაა, მაგრამ გენუური მარცხი ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს. თუ ასე გავაგრძელებთ, უპირატესობისგან აღარაფერი დარჩება. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. "ჯენოასთან" მატჩმა ბევრი ხარვეზი დაგვანახა და დიდი ინფორმაცია მოგვცა განსჯისთვის. ეს წაგება ჩვენდა სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და ეს ასეც იქნება.
ტრავმები
ბევრი ფეხბურთელი გვყავს ლაზარეთში და ბუნებრივია, რომ ეს გვიშლის ხელს. დიდი ხანი არ გვყავდა ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი, გენუაში კი ლეონარდო ბონუჩი და დანი ალვეში დაშავდნენ. მძიმე ტრავმა ჰქონდა კლაუდიო მარკიზიოს და ის ჯერაც არაა ოპტიმალურ ფორმაში. თავდასხმაში პაულო დიბალას, მარკო პიაცას და გონსალო იგუაინის გარეშე გვიწევს ფონს გასვლა. სწორედ ასეთი შესუსტებული შეტევით ჩავედით ესპანეთში, სადაც "სევილიასთან" მხოლოდ მოგება გვჭირდებოდა და მიზანს მაინც მივაღწიეთ. იმედი მაქვს, უიღბლო პერიოდი მალე დასრულდება და დაშავებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"