ამასთან, სიცილიური გუნდი იტალიის თასის გათამაშებაში "სპეციასთან" დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ეს ბოლო წვეთი იყო "პალერმოს" პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინისთვის, რომელმაც რობერტო დე ძერბის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
დე ძერბი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს, მისი ადგილი კი ეუჯენიო კორინიმ დაიკავა. ეს უკანასკნელი ბოლოს "კიევოს" ედგა სათავეში, 2014 წლის შემდეგ კი უმუშევარია.
აღსანიშნავია, რომ კორინი "პალერმოს" მესამე მწვრთნელია მიმდინარე სეზონში. პირველ ორ ტურში გუნდს დავიდე ბალარდინი ედგა სათავეში,
მაშინ ძამპარინიმ ვრცელი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ დე ძერბის გათავისუფლებას არ აპირებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მილიონის გადაყრა მოუწევდა ჰაერში. მიუხედავად ამისა, დე ძერბიმ მხოლოდ სამი თვე გაძლო და ვნახოთ, რამდენ ხანს გაქაჩავს ეუჯენიო კორინი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"