სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 15 ტურია გასული და თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, ვერ ნახავთ ისეთ გუნდს, რომელსაც მინიმუმ სამი მატჩი არ ჰქონდეს წაგებული.
ასეთი რამ ბოლოს 1942 წელს მოხდა და საგულისხმოა, რომ იქამდეც მსგავსი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. 15 ტურში 3 მარცხი ბევრია "იუვენტუსისთვის", რომელიც ხშირად სეზონს ამთავრებს სამი წაგებით, ან კიდევ უფრო ნაკლებით. მიუხედავად ამისა, "იუვე" პირველ ადგილზეა ცხრილში და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა გუნდებიც არასტაბილურად ასპარეზობენ.
მასიმილიანო ალეგრი: "უაღრესად საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატია, რომელიც
კიდევ ბევრ სიურპრიზს გვპირდება. სერია A-ში არ არსებობს იოლი მატჩი და ამად არის, რომ გრანდები არასტაბილურად ასპარეზობენ და ქულებსაც უხვად კარგავენ. 15 ტურში 3 მარცხი მეტისმეტი ხომ არ არის? - მზად ვარ, 10 მატჩი წავაგოთ და მაისის ბოლოს, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვიყოთ. ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"