სერია A. XVII ტური: "იუვენტუსმა" ლიდერობა განიმტკიცა, "ნაპოლი" სამეულში შეძვრა [VIDEO]

AutoSharing Option
* დრის მერტენსი პირველი ფეხბურთელია ბოლო 42 სეზონში, რომელმაც ზედიზედ ორ ტურში გაიტანა სამი ან მეტი გოლი.
* "იუვენტუსმა" ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო საშინაო არენაზე და საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-17 ტურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იტალიაში "იუვენტუსი" დომინირებს და კონკურენტებს მნიშვნელოვნად აღემატება.

"მილანმა" "ატალანტას" ვერ მოუგო, "იუვემ" კი "რომა" დაამარცხა, რამაც ტურინული გრანდის ლიდერობა კიდევ უფრო გაამყარა.

იგუაინის გასროლა
ტურინული მატჩი გამორჩეული იყო ბევრი ორთაბრძოლით და ხისტი თამაშით, რომელიც ხშირად უხეშობაში გადადიოდა.

"რომას" ბევრი არაფერი გამოსდიოდა შეტევაში,
"იუვენტუსის" ფეხბურთელებმა კი უკეთ იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და მათი შეტევები გაცილებით მწვავე იყო. ტურინელებს შეეძლოთ მინიმუმ ორი გოლის გატანა და უფრო სოლიდური ანგარიშით მოგება.

თუმცა, "იუვესთვის" მთავარი სამი ქულა იყო და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ამ მიზანს მიაღწია. გოლი ცალკე თემაა - გონსალო იგუაინმა დანიელე დე როსის ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო, ორ მეურვეს ოსტატურად აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით, ვოიცეხ სჩესნის შანსი არ დაუტოვა.

შეტევა შეტევად და "ვეკია სენიორა" შეუდარებელი იყო დაცვაში - მასპინძლები პრაქტიკულად არ ტოვებდნენ სივრცეებს უკანა ხაზში და ამად იყო, რომ "რომას" შემტევებს შანსი არ მისცემიათ. იყო რამდენიმე ნახევარმომენტი, მაგრამ რეალური საგოლე შეტევა ლუჩანო სპალეტის შეგირდთა შესრულებით არ გვინახავს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა მე-200-ედ შეინახა კარი მშრალად "იუვენტუსის" მაისურით.

უნდა შევაქოთ "იუვეს" ნახევარდაცვაც, განსაკუთრებით კი, ეს დავიდე სტურაროზე ითქმის, რომელმაც კოლოსალური სამუშაო გასწია და გვაჩვენა, თუ რატომ არის ბოლო შეხვედრებში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში. მთლიანობაში, "იუვენტუსმა" უკეთესად ითამაშა და ეს გამარჯვება დაიმსახურა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მატჩის დასკვნითი ნაწილით უკმაყოფილო დავრჩი, რადგან მეტოქეს ბურთი დავუთმე და შეტევის საშუალება მივეცით. ამაზე პასუხისმგებლობა ფეხბურთელებთან ერთად მეც მეკისრება. "რომას" ათლეტური გუნდი ჰყავს და ფიზიკურ ორთაბრძოლებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ეს არ იყო ჩვენი იდეალური თამაში, მაგრამ საბედნიეროდ, მოვიგეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. უშუალო კონკურენტს 7 ქულით გავუსწარით, რაც კარგი შედეგია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ტურია და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ".

ლუჩანო სპალეტი (რომა): "ურთულესი მატჩი იყო, რომლისთვისაც არ აღმოვჩნდით ბოლომდე მზად. "იუვენტუსმა" ორთაბრძოლების უმრავლესობა მოიგო და მთლიანობაში, უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. ყოველთვის ვეუბნები შეგირდებს, რომ ამბიციები უნდა დავამტკიცოთ მოედანზე და არა სიტყვებით, დღეს კი მოედანზე მეტოქე უკეთესი იყო. "იუვემ" 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ეს სოლიდური ფორაა, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება, ჩვენ კი ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და გავიმტკიცეთ ლიდერობა. "იუვენტუსი" ყველა ტურნირზე პირველობისთვის იბრძვის და ჩვენთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. 200 მშრალი მატჩი "იუვენტუსის" მაისურით? - ჩემთვის მთავარი ყოველთვის გუნდის ინტერესები იყო, კარის მშრალად შენახვა კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი თამაშს მინიმუმ არ აგებს. ამიტომ ეს მიღწევა ჩემთვის ძალიან ფასეულია".

"მილანის" ჩავარდნა
"მილანმა" ბოლო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და შესაბამისად, გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა. ვინჩენცო მონტელას გუნდი ჯერ "რომასთან" დამარცხდა, ამ უქმეებზე კი "ატალანტას" ვერ მოუგო. მატჩი უგოლოდ დასრულდა და შესაბამისად, გუნდებმა ქულა გაიყვეს.

მართალია, "როსონერი" ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მცირეს და შესაბამისად, "ატალანტას" ვერ დავაყვედრით მოპოვებულ ქულას.

მონტელამ ამჯერად ნიანგი თადარიგში დატოვა და შეტევაში სუსოსთან და ლაპადულასთან ერთად, ბონავენტურა გაამწესა. მასპინძელთა შეტევები ერთფეროვანი იყო, იოლად წასაკითხი, რაც ბერგამოელ მცველებს უადვილებდა ამოცანას. მთლიანობაში, "მილანმა" სუსტი მატჩი ჩაატარა და შედეგსაც ლოგიკური შეგვიძლია ვუწოდოთ.

"ინტერი" მოფერიანდა
"ინტერმა" ბოლო მატჩები წარმატებით ჩაატარა და შედარებით გაიუმჯობესა სატურნირო ვითარება. ამჯერად, სტეფანო პიოლის გუნდი "სასუოლოს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი ანტონიო კანდრევას ანგარიშზეა, რომელიც ბოლო მატჩებში ბრწყინვალეა და გუნდის ლიდერად ყალიბდება.

"ინტერს" ჰქონდა უპირატესობა და კიდევ შეეძლო გოლების გატანა. პიოლიმ ამჯერადაც 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია - შეტევაში მაურო იკარდი გაამწესა, ფლანგებზე ტრადიციულად, ივან პერიშიჩი და ანტონიო კანდრევა, აი, ცენტრში კი გარი მედელს ჟოაო მარიო ამჯობინა.

"ნერაძურიმ" მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და თუ ასე გააგრძელა, ევროსაგზურისთვის ბრძოლაშიც ჩაერთვება.

გოლების ცვენა ნეაპოლში
ტურის ყველაზე სანახაობრივი მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთბაშად 8 გოლი იხილეს. აქედან 5 "ნაპოლიმ" გაიტანა და შესაბამისად, სამი ქულა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, მაურიციო სარის გუნდი სატურნირო ცხრილის სამეულში შევიდა და "მილანი" ჩააჩოჩა.

ბენეფისი ჰქონდა დრის მერტენსს, რომელმაც პოკერი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ჩაება. წინა ტურში მერტენსმა სამი გოლი შეაგდო და გამოდის, რომ ბოლო ორ შეხვედრაში ბელგიელის ანგარიშზე 7 გოლია, რაც მართლაც ბრწყინვალე შედეგია. "ნაპოლი" კარგ ფორმაშია და უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

სერია A. XVII ტური
ემპოლი-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 მჭედლიძე (8), 2:0 მჭედლიძე (72)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი (25. კოშიჩი), ბელუში, კოსტა, პასკუალი (23. დიმარკო) - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - საპონარა - მჭედლიძე (82. ჯილარდინო), მარილუნგო
კალიარი (4-3-1-2): სტორარი - ისლა, ჩეპიტელი, ალვეში, პიზაკანე - დესენა (69. ჟოაო პედრო), პადოინი, ბარელა (51. დი ჯენარო) - ფარიასი - საუ (60. ჯანეტი), მელკიორი
გაფრთხილება: 6-5; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 6-6 (3-2); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 10 000

მილანი-ატალანტა 0:0
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი (71. დე შილიო) - პასალიჩი, კუცკა, ბერტოლაჩი - Bონავენტურა (87. ნიანგი), სუსო, ლაპადულა (82. ბაკა)
ატალანტა (3-4-1-2): სპორტიელო - ტოლოი, კალდარა, მაზიელო (58. ზუკანოვიჩი) - კონტი, კესეი, გალიარდინი, სპინაცოლა (70. ფრეულერი) - კურტიჩი (64. დრამე) - გომესი, პეტანია
გაფრთხილება: 3-6; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 23-27; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-11 (3-4); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 45 000

იუვენტუსი-რომა 1:0
გოლი: 1:0 იგუაინი (14)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი (68. ბარძალი), რუგანი, კიელინი,, სანდრო - ხედირა, მარკიზიო, სტურარო - პიანიჩი (51. კუადრადო) - იგუაინი (82. დიბალა), მანჯუკიჩი
რომა (4-2-3-1): სჩესნი - რუდიგერი, მანოლასი (85. პერესი), ფაციო, ემერსონი - დე როსი (72. ელ შაარავი), სტროტმანი - გერსონი (46. სალაჰი), ნაინგოლანი, პეროტი - ჯეკო
გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 5-8; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-6 (6-3); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 40 000

სასუოლო-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 კანდრევა (47)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, ანტეი, დელორკო - პელეგრინი (60. მისიროლი), მაციტელი (77. იემელო), სენსი - რაგუზა, რიჩი (60. მატრი), დეფრელი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ანსალდი - მელო, ბროზოვიჩი - კანდრევა (90. გაბრიელი), ჟოაო მარიო (69. ბანეგა), პერიშიჩი - იკარდი
გაძევება: მელო (90. ინტერი)
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-16 (4-6); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 16 000

კიევო-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 მეჯორინი (9), 2:0 პელისიერი (41-პენ.), 2:1 შჩიკი (90)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, გამბერინი (46. სპოლი), დაინელი, კაჩატორე - კასტრო (56. რიგონი), რადოვანოვიჩი, დე გუზმანი - ბირსა (83. იძო) - მეჯორინი, პელისიერი
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა, პალომბო, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო (ჯურიჩიჩი), ტორეირა, პრაეტი - ალვარესი (58. ფერნანდესი) - მურიელი, კვალიარელა (54. შჩიკი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-10; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 12-15 (6-6); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 14 000

პესკარა-ბოლონია 0:3
გოლები: 0:1 მაზინა (7), 0:2 ჯემაილი (41), 0:3 კრეიჩი (57-პენ.)
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - კრეშენცი, გომბერი, კამპანიარო, ბირაგი - მემუშა, ბრუგმანი (46. კრისტანტე), ვერე - ბენალი (65. პეტინარი), კაპრარი - მანია (56. ძამპანო)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა (36. კრაფტი), მაზინა - ნაგი, ვივიანი, ჯემაილი (72. დონსა) - კრეიჩი (84. ოკვონოკვო), მუნიერი, დესტროყ
გაძევება: ვერე (16. პესკარა)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-7; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 5-12 (1-6); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 14 000

ნაპოლი-ტორინო 5:3
გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 მერტენსი (18-პენ.), 3:0 მერტენსი (22), 3:1 ბელოტი (58), 4:1 კირიკეში (70), 4:2 როსეტინი (76), 5:2 მერტენსი (80), 5:3 იაგო (84-პენ.)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ზელინსკი (73. ალანი), ჟორჟინიო (69. დიავარა), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (81. ჯაკერინი), მერტენსი
ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი (56. იაგო), როსეტინი, მორეტი, ბარეკა - ბენასი, ვალდიფიორი (46. ლუკიჩი), ბაზელი (67. ლოპესი) - ძაპაკოსტა, ლიაიჩი, ბელოტი
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 21-8 (11-5); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 40 000

უდინეზე-კროტონე 2:0
გოლები: 1:0 ტერო (43), 2:0 ტერო (61)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, ანჯელა, ფელიპე, სამირი - ფოფანა, კუმსი, იანკტო (46. ალფრედსონი) - დე პაული (84. მატოსი), ტერო (89. ბადუ), საპატა
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი (52. სტოიანი), კრიზეტიგი, ბარბერისი, პალადინო (87. ფესტა) - ფალჩინელი, ტროტა (60. ნვანკვო)
გაძევება: კორდაცი (87. კროტონე)
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-8 (7-4); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 16 000

ჯენოა-პალერმო 3:4
გოლები: 1:0 სიმეონე (4), 1:1 კუაიზონი (42), 2:1 სიმეონე (57), 3:1 ნინკოვიჩი (65), 3:2 გოლდანიგა (69), 3:3 რისპოლი (88), 3:4 ტრაიკოვსკი (90)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო (90. პანდევი), ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი, ველოზო (29. ნიჩამი), კოფიე, ლაქსალტი (62. ედენილსონი) - რიგონი, ნინკოვიჩი, სიმეონე
პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - ციონეკი (80. ტრაიკოვსკი), გოლდანიგა, ანდელკოვიჩი - რისპოლი, გაცი, მატო (74. ჰილემარკი), ალესაამი - ენრიკე (66. დიამანტი), კუაიზონი - ნესტეროვსკი
გაძევება: პერინი (90. ჯენოა)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-10 (7-4); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 22 000

ლაციო-ფიორენტინა 3:1
გოლები: 1:0 კეიტა (23), 2:0 ბილია (45-პენ.), 2:1 სარატე (64), 3:1 რადუ (90)
ლაციო (3-5-2): მარკეტი - ბასტოსი, დე ვრი, რადუ - ანდერსონი (77. ვოლასი), სავიჩი, ბილია, კატალდი (85. მურჯა), ლულიჩი - კეიტა (68. კიშნა), იმობილე
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი (46. კრისტოფორო), ასტორი, დე მაიო, ოლივერა - ვესინო, სანჩესი - ბერნარდესკი, ილიჩიჩი (59. სარატე), ტელიო (80. კიეზა) - კალინიჩი
გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-9 (6-7); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 35 000

ბომბარდირები:
12 ანდრეა ბელოტი (ტორინო)
ედინ ჯეკო (რომა)
მაურო იკარდი (ინტერი)
10 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
დრის მერტენსი (ნაპოლი)
9 ჩირო იმობილე (ტორინო)

მომდევნო ტური
20 დეკემბერი:
ატალანტა-ემპოლი;

21 დეკემბერი:
ინტერი-ლაციო;

22 დეკემბერი:
კალიარი-სასუოლო, ფიორენტინა-ნაპოლი, პალერმო-პესკარა, რომა-კიევო, სამპდორია-უდინეზე, ტორინო-ჯენოა

8 თებერვალი:
კროტონე-იუვენტუსი, ბოლონია-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული