"მილანმა" იტალიის სუპერთასისთვის მატჩში ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 დეკემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირსპირდნენ. ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის ძირითადი და დამატებით ტაიმების შემდეგ, პენალტების სერიაში გამარჯვება მილანელებმა იზეიმეს - 4:3.

აღსანიშნავია, რომ "მილანმა" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯილდო პირველად მოიგო და ეს მთავარი მწვრთნელის ვიჩენცო მონტელას თავკაცობით მოახერხა.

რაც შეეხება უშუალოდ დოჰაში გამართულ მატჩს, ტურინელებმა ანგარიში მე-18 წუთზე ჯორჯო კიელინის გოლით გახსნეს. მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველსავე ტაიმში მოახერხეს - ჯაკომო ბონავერტურამ 38-ე წუთზე გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში, ასევე
დამატებულ ტაიმებში გოლი აღარ გასულა, 11-მეტრიანების სერიაში კი "მილანი" უკეთესად გაისარჯა. გადამწყვეტ ეპიზოდში ჯანლუიჯი დონარუმამ პაულო დიბალას დარტყმული აიღო, მარიო პაშილიჩმა კი ჯანლუიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა.

ამრიგად, "მილანმა" იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა და ამით "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა. აქამდე როსონერის სუპერთასი 1988, 1992, 1993, 1994, 2004 და 2011 წლებში ჰქონდა მოგებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული