რას ფიქრობს გუნდის ახალი თავკაცი ზამთრის ტრანსფერებზე და სეზონის მეორე ეტაპზე, ამას ქვემოთ, მისივე საუბრიდან შეიტყობთ.
პროგრესი
ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ჩავატარეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ. ამასთან, ფეხბურთელებმა ირწმუნეს საკუთარი ძალების და მომავალს ოპტიმისტურად შეხედეს. ამ შემადგენლობით, "ინტერს" გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში, რაშიც აუცილებლად დავრწმუნდებით. როდესაც "ინტერიდან" წინადადება მივიღე, არც
მიზანი
მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. ჩემპიონთა ლიგის ზონას გვარიანად ჩამოვრჩებით, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ და გამორიცხული ნამდვილად არაფერია.
ლიდერები არასტაბილურად ასპარეზობენ, ქულებს უხვად კარგავენ, ასეთ დროს კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ და გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე დღეს ვუყურებთ.
თუ ეს მიზანი შესრულდა, მოგებაც იქნება და არც ქულები დაიგვიანებს. "ინტერს" ძველი დიდება უნდა დავუბრუნოთ, რაც ჩემი მთავარი მიზანია.
ტრანსფერები
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. შესაძლოა, 3-4-მა ფეხბურთელმა დაგვტოვოს, რომლებიც არ ჯდებიან ჩემს ტაქტიკურ მონახაზში. ამასთან, არიან მოთამაშეები, რომელთა გადმოყვანას სიამოვნებით დავთანხმდებოდი. წავა თუ არა სტევან იოვეტიჩი? - მას სათამაშო პრაქტიკა უნდა და შესაბამისად, დიდია შანსი, რომ წავიდეს.
სტევანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ არის ჩავარდნები და ზოგჯერ, კრიზისიდან გამოსავალი გარემოს გამოცვლაა. ვნახოთ, რა მოხდება, ბევრი რამე კი თავად იოვეტიჩზეა დამოკიდებული. იგივე შეიძლება ითქვას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზე, მათ შორის, ანდრეა რანოკიაზე.
ჟოფრეი კონდოგბია? - ბოლო მატჩებში მას მიეცა სათამაშო დრო და კარგად წარმოჩინდა - შესაბამისად, კონდოგბიას გასხვისება არ იგეგმება და მეტიც, ეს ყოვლად დაუშვებელია. ვინ შეიძლება მოვიდეს? - რთული სათქმელია.
მე ვისურვებდი მარკო ვერატის, ფედერიკო ბერნარდესკის და ანდრეა ბელოტის, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"