მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. G და I ჯგუფები. V ტურის წინ: ბუფონის მეათასე

AutoSharing Option
დროებით ვივიწყებთ საჩემპიონო ბატალიებს ლა ლიგაში, პრემიერლიგასა და სხვაგან და ყურადღებას მომავალ მუნდიალს მივაპყრობთ. პარასკევიდან კვირის ჩათვლით, ევროპაში V საკვალიფიკაციო ტურია და ჯერჯერობით, ყველა ნაკრები (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) ინარჩუნებს გაისად ზაფხულში რუსეთში მოხვედრის შანსს. ერთი ეგაა, ადგილები შეზღუდულია და ზოგისთვის ეს შანსი უკვე მხოლოდ თეორიულია.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 9 საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანთა პლეი ოფის 4 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. მოკლედ, ქვეჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაც კი არაფრის გარანტია არ არის (ერთი, უარესი მეორეადგილოსანი სულაც ვარდება). ამიტომაც გრანდებიც კი ვერ
გრძნობენ თავს მშვიდად.

დღეს V ტურის მატჩები D, G და I ჯგუფებში გაიმართება, ხვალ - A, B და H ჯგუფებში, კვირას კი - C, E და F ჯგუფებში. აქ ჩვენს, D ჯგუფს არ შევეხებით, აი, დანარჩენებს კი მიმოვიხილავთ.

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი
- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტურის წინ: დუბლინური ჯახის მოლოდინში

G ჯგუფი
ხიხონის "ელ მოლინიონზე" ხულიენ ლოპეტეგის გუნდი ისრაელს მასპინძლობს და აშკარა ფავორიტია. ბოლო 12 საკვალიფიკაციო მატჩია, რაც ესპანეთის ნაკრებს არ წაუგია - 11 მოგება და 1 ფრე.

ესპანეთივით 10 ქულის დამგროვებელი იტალია კი პალერმოში უმასპინძლებს ალბანეთის ნაკრებს. ამ ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრაში კარიერაში მეათასე მატჩს გამართავს 39 წლის ჯანლუიჯი ბუფონი. ამაზე ჯიჯი ხუმრობით ამბობს, რომ წინ კიდევ ათასი მატჩი აქვს. ათასიდან 612 ოფიციალური შეხვედრა "იუვენტუსზე" მოდის, 220 - "პარმაზე", 167 კი - იტალიის ნაკრებზე.

მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა 1995 წლის 19 ნოემბერს შედგა. ჯიჯიმ "მილანთან" კარი მშრალად შეინახა (0:0), მან რობერტო ბაჯოსა და ჟორჟ ვეას არ გაატანინა იმ თამაშში.

ლიხტენშტაინი და მაკედონია ვადუცში აუტსაიდერთა დერბიში გაარკვევენ, რომელი მათგანი აიღებს შესარჩევ ციკლში პირველ ქულებს (შეიძლება ეს ორივემაც მოახერხოს).

პარასკევი. 24 მარტი
იტალია-ალბანეთი 23:45
ლიხტენშტაინი-მაკედონია 23:45
ესპანეთი-ისრაელი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 4 3 1 0 15-1 10
2. იტალია 4 3 1 0 11-4 10
3. ისრაელი 4 3 0 1 8-5 9
4. ალბანეთი 4 2 0 2 4-6 6
5. მაკედონია 4 0 0 4 4-11 0
6. ლიხტენშტაინი 4 0 0 4 1-16 0

I ჯგუფი
ზაგრების "მაქსიმირზე" ლიდერთა ჯახია, ხორვატიის ნაკრები უკრაინას მასპინძლობს.

ანტალიაში თურქეთი ფინეთს მასპინძლობს. ეს ფათიჰ თერიმის გუნდისთვის ბოლო შანსია, რეალურად ჩაერთოს მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში.

ევრო 2016-ის სენსაცია ისლანდია კოსოვოს ალბანურ შკოდერში ესტუმრება.

პარასკევი. 24 მარტი
თურქეთი-ფინეთი 21:00
ხორვატია-უკრაინა 23:45
კოსოვო-ისლანდია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 3 1 0 10-1 10
2. უკრაინა 4 2 2 0 7-3 8
3. ისლანდია 4 2 1 2 6-5 7
4. თურქეთი 4 1 2 1 5-5 5
5. ფინეთი 4 0 1 3 3-6 1
6. კოსოვო 4 0 1 3 1-12 1

ბომბარდირები:
7 - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი); 5 - რომელუ ლუკაკუ (ბელგია); 4 - გარეთ ბეილი (უელსი), ჩირო იმობილე (იტალია), მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია), თომას მიულერი (გერმანია), ადამ სალაი (უნგრეთი), ანდრე სილვა (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული