მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
24 მარტს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, V ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

დუბლში ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა უელსის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრაში გოლი არ გასულა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 69-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ - მოედნიდან ნილ ტეილორი გააძევეს, რომელმაც მასპინძელთა კაპიტან შეიმუს კოულმანს ფეხი წვივში მოტეხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ვენაში ჩატარდა, სადაც ავსტრიის ნაკრებმა მოლდოვას უპრობლემოდ მოუგო - 2:0. გოლები
მარსელ ზაბიტხერმა და მარტინ ჰარნიკმა გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

V ტურის შემდეგ D ჯგუფის სათავეში 11-11 ქულით სერბეთი და ირლანდია არიან. 7-7 ქულა აქვთ უელსსა და ავსტრიას. 2 ქულაა საქართველოს ნაკრების აქტივში, ხოლო ჯგუფის ფსკერზე მოლდოვაა ერთი ქულით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოლდოვამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
კიკა
11:05 25-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული