მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. B ჯგუფი. V ტური: გამარჯვება რონალდოს დუბლით [VIDEO]

AutoSharing Option
25 მარტს მუნდიალის B საკვალიფიკაციო ჯგუფის V ტურის მატჩები გაიმართა.

ჯგუფის უდანაკარგო ლიდერმა შვეიცარიამ კვლავ მოიგო - ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში იოსიპ დრმიჩმა გაიტანა.

ამავე ჯგუფის აუტსაიდერებმა ანდორამ და ფარერებმა ერთმანეთში 0:0 ითამაშეს. ეს ფრე ისტორიულია ანდორისთვის, ქვეყანამ ოფიციალურ მატჩებში პირველი ქულა აიღო 11,5 წლის შემდეგ.

ლისაბონის "და ლუშზე" პორტუგალიის ნაკრებმა 3:0 მოუგო უნგრეთის გუნდს. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ, მანამდე კი გოლი უნგრელთა კარში ანდრე სილვამ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 25 მარტი
ანდორა-ფარერები 0:0
გაძევება:
ედმუნდსონი (74. ფარერები)

შვეიცარია-ლატვია 1:0
გოლი: 1:0 დრმიჩი (66)

პორტუგალია-უნგრეთი 3:0
გოლები: 1:0 ა. სილვა (32), 2:0 რონალდო (36), 3:0 რონალდო (65)

1. შვეიცარია - 15 ქულა; 2. პორტუგალია - 12; 3. უნგრეთი - 7; 4. ფარერები - 5; 5. ლატვია - 3; 6. ანდორა - 1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული