მუნდიალი 2018. II ტური. G ჯგუფი: გრანდების ფრე და ლიდერი ალბანეთი [VIDEO]

AutoSharing Option
G ჯგუფის და მთლიანად, მეორე ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი ტურინში შედგა, სადაც იტალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვიან და შესაბამისად, მათი პაექრობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ტურინული მატჩი არ ჰგავდა ევრო 2016-ზე ამავე გუნდების ურთიერთშეხვედრას - თუ მაშინ, მთელი თამაში იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, ამჯერად, ესპანელები უფრო აქტიურობდნენ. სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ თამაში სტუმართა დომინაციით წარიმართა და უფრო მეტი სახიფათო მომენტიც იტალიელთა კართან შეიქმნა.

ვიტოლოს გოლი მასპინძელთა უკანა ხაზის შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა, დანიელე დე როსიმ კი მარტინს ედერის
წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გრანდების ფრემ ლიდერად ალბანეთი აქცია, რომელმაც გასვლაზე ლიხტენშტეინი დაამრცხა, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ შკიპერთა პირველობა დიდ ხანს არ გაგრძელდება...

G ჯგუფი
მაკედონია-ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ჰემედი (25), 0:2 ბენ ჰაიმი II (43), 1:2 ნესტოროვსკი (63)
მაკედონია (5-3-2): ბოგატინოვი - რისტოვსკი, მოისოვი, შიკოვი (51. იბრაიმი), რისტევსკი, ჟუტა - ჰასანი, პეტროვიკი (46. სპიროვსკი), ალიოსკი - პანდევი (76. იაჰოვიჩი), ნესტოროვსკი
ისრაელი (4-3-3): გორეში - დასა, ტიბი, ცედეკი, დავიდზადა - კოჰენი, ბიტონი, გოლასა (72. ელბინგერი) - ბენ ჰაიმი II (68. ბუზალიო), ზაჰავი, ჰემედი (76. აბედი)
გაძევება: ტიბი (90. ისრაელი)
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 9-4; ჯარიმა: 6-17; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 11-3 (6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 25 000

იტალია-ესპანეთი 1:1
გოლები: 0:1 ვიტოლო (55), 1:1 დე როსი (82-პენ.)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რომანიოლი - ფლორენცი, მონტოლივო (30. ბონავენტურა), დე როსი, პაროლე (76. ბელოტი), დე შილიო - ედერი, პელე (60. იმობილე)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი, პიკე, ს. რამოსი, ალბა (22. ნაჩო) - კოკე, ბუსკეტსი, ინიესტა - ვიტოლო (84. ალკანტარა), სილვა, დ. კოშტა (67. მორატა)
გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 2-13; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 5-6 (1-3); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 41 000

ლიხტენშტაინი-ალბანეთი 0:2
გოლი: 0:1 იეჰლე (11-ს. კ.), 0:2 ბალა (71)
ლიხტენშტაინი (4-3-3): იეჰლე - ოეჰლი, პოლვერინო (46. რეჩშტეინერი), კაუფმანი, გოფელი - ჰასლერი, ვიესერი, ბუჩელი - სალანოვიჩი (73. კუჰნე), ბურგმაილერი, გუბსერი (60. ფრიკი)
ალბანეთი (4-2-3-1): ბერიშა - ჰიუსაი, ჯიმშიტი, მავრა, ალიჯი - კუკეტი (45. ბაშა), აბრაში (46. ლილა) - როში, ჰუკა, ლიულაკუ (69. ციკალეში) - ბალაი
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 4-13 (0-5); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 5 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ალბანეთი 2 2 0 0 4-1 6
2. ესპანეთი 2 1 1 0 9-1 4
3. იტალია 2 1 1 0 4-2 4
4. ისრაელი 2 1 0 1 3-4 3
5. მაკედონია 2 0 0 2 2-4 0
6. ლიხტენშტაინი 2 0 0 2 0-10 0

მომდევნო ტური
9 ოქტომბერი:
ისრაელი-ლიხტენშტაინი, ალბანეთი-ესპანეთი, მაკედონია-იტალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი სუსტი და უსუსრი იტალია კაი ხანია არ მინახია რაც გუშინ იყო.ჩასვრილი ფეხბურთი ათამაშ მწვრთნელმა
0
ვიტოლოს გოლი მასპინძელთა უკანა ხაზის შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა


ამას კი არ მოყვა გოლი ბუფონის საშინელ შეცდომას მოყვა :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული