ინგლისის ნაკრებმა დროებითი თავკაცის, გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით მოკრძალებული ანგარიშით, 2:0 მოუგო მალტის გუნდს. გოლები დენიელ სტარიჯმა და დელე ალიმ პირველივე ტაიმში გაიტანეს.
გარეთ საუთგეიტი (ინგლისი): "ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ორზე მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მალტის ნაკრების მეკარემ იყოჩაღა. უფრო სწრაფად თამაშიც შეგვეძლო, მაგრამ მალტა დიდი ძალებით იცავდა თავს. "უემბლი" ძალიან კარგად გვგულშემატკივრობდა".
შოტლანდიის ნაკრებმა ვერ შეძლო ლიტვის დამარცხება - 1:1, სლოვენიის ნაკრებმა კი
6 ქულით ერთპიროვნულად ინგლისის ნაკრები ლიდერობს.
მუნდიალი 2018. II ტური. F ჯგუფი
ინგლისი-მალტა 2:0
გოლები: 1:0 სტარიჯი (29), 2:0 ალი (38)
შოტლანდია-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 ჩერნიხი (59), 1:1 მაკარტური (89)
სლოვენია-სლოვაკეთი 1:0
გოლი: 1:0 კრონავეტერი (74)
1. ინგლისი - 6 ქულა; 2. შოტლანდია - 4; 3. სლოვენია - 4; 4. ლიტვა - 2; 5. სლოვაკეთი - 0; 6. მალტა - 0.