ჰოლანდიის ნაკრებში ვერ ითამაშებს ვესლი სნეიდერი, რომელმაც ბელორუსთან მატჩში ტრავმა მიიღო. "ორანიემ" 4:1 დაამარცხა მეტოქე, მაგრამ გუნდის კაპიტანი შესვენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
"ვფიქრობ, ვესლის შანსი ძალიან, ძალიან მცირეა. ჩვენ გვყავს დევი კლაასენი და გვყავს სიმ დე იონგი, მაგრამ შემიძლია კიდევ ვინმეს დამატება", - განაცხადა დანი ბლინდმა.
ბლინდმა მალე გადაწყვიტა, რომ "ფეიენოორდის" ნახევარმცველი
ფრანგთა ბანაკში სრული იდილიაა, დიდიე დეშამის გუნდი დიდებულად თამაშობს, რასაც ადასტურებს კიდეც ბულგარეთთან ბოლო მატჩი. ანტუან გრიზმანი გუნდის კაპიტანსა და კარის დარაჯ უგო ლორისს აქებს - "უგო იშვიათად ლაპარაკობს, მაგრამ, როდესაც ის გასახდელში ლაპარაკს იწყებს, ყველა ჩუმდება", - აცხადებს "ატლეტიკოს" ფორვარდი.
ამავე ჯგუფში შვედეთის ნაკრები ბულგარეთს მასპინძლობს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი შვედები ჯგუფის ლიდერები არიან ფრანგებთან და ჰოლანდიელებთან ერთად.
ორშაბათი. 10 ოქტომბერი
A ჯგუფი
ბელორუსი-ლუქსემბურგი 22:45
ჰოლანდია-საფრანგეთი 22:45
შვედეთი-ბულგარეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 2 1 1 0 5-2 4
2. საფრანგეთი 2 1 1 0 4-1 4
3. შვედეთი 2 1 1 0 2-1 4
4. ბულგარეთი 2 1 0 1 5-7 3
5. ბელორუსი 2 0 1 1 1-4 1
6. ლუქსემბურგი 2 0 0 2 3-5 0
B ჯგუფი
ანდორა-შვეიცარია 22:45
ფარერები-პორტუგალია 22:45
ლატვია-უნგრეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 2 2 0 0 5-2 6
2. ფარერები 2 1 1 0 2-0 4
3. პორტუგალია 2 1 0 1 6-2 3
4. ლატვია 2 1 0 1 1-2 3
5. უნგრეთი 2 0 1 1 2-3 1
6. ანდორა 2 0 0 2 0-7 0
H ჯგუფი
ბოსნია-კვიპროსი 22:45
ესტონეთი-საბერძნეთი 22:45
გიბრალტარი-ბელგია 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 2 2 0 0 7-0 6
2. საბერძნეთი 2 2 0 0 6-1 6
3. ბოსნია 2 1 0 1 5-4 3
4. ესტონეთი 2 1 0 1 4-5 3
5. კვიპროსი 2 0 0 2 0-5 0
6. გიბრალტარი 2 0 0 2 1-8 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"