მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. I ჯგუფი: ისლანდიური სასწაული გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
ხორვატიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ფინელებთან შეხვედრაში ერთადერთი გოლი მარიო მანჯუკიჩს ეწერება, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ კრამარიჩის დარტყმის მერე ბურთი ისედაც გადიოდა.

უბრალოდ, მანჯუკიჩმა თავი დაიზღვია და ხორვატთა კაპიტანმა მცველსაც აჯობა, ბურთს ზედ ხაზზე მიასწრო და მორიგი ბურთი დაიმატა.

ასეა თუ ისე, ეს გოლი სტუმრებისთვის საკმარისი გამოდგა. მართალია, დაძაბულობა თითქოს, ბოლომდე შენარჩუნდა, რადგან ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად ხორვატებმა სხვაობა ვერ გაზარდეს, მაგრამ ფინელებმაც ბევრი ვერაფერი ქნეს, მათ მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამთ.

ანგარიშისი მიხედვით, უკრაინამ კოსოვოს ადვილად მოუგო, მაგრამ სინამდვილეში მთლად
ასეც არ იყო: პირველი ბურთი სტუმრების ავტოგოლი იყო, კრავეცის დარტყმას რიკოშეტი მოჰყვა და... აი მერე კი ანდრე შევჩენკოს ბიჭები დიდ ხანს ელოდნენ სანამ კიდევ გაიტანდნენ და მოგებას გაინაღდებდნენ და ცოტათი ინერვიულეს კიდეც.

მეორე იარმოლენკომ შეაგდო კარაევის პასით და ცოტა ხანში იმავე იარმოლენკოს გადაცემით შორეული ლამაზი გასროლით შეცვლაზე შემოსულმა როტანმა იხეირა.

სამაგიეროდ. უფრო მოკრძალებული სხვაობით, მაგრამ მშვიდად და დამაჯერებლად მოიგო ისლანდიამ, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ორი ბურთი გაიტანა და ამის მერე მატჩის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვია, თურქებმა ვერაფერი გაახერხეს და მხოლოდ 2 ქულის ამარა რჩებიან. ისლანდიელები კი ხორვატებთან ერთად ლიდერობენ.

ფინეთი-ხორვატია 0:1
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (18)
ფინეთი (4-1-4-1): ჰრადეცკი - რაიტალა, ოიალა, არაიუური, ვაისანენი (87. რისკი) - მოისანდერი - არკივოუ (46. შულერი), ლოდი (67. ლამი), რინგი, საკსელა - პუკი
ხორვატია (4-4-2): სუბაშიჩი - ვრსალიკო, მიტროვიჩი, ვიდა, პივარიჩი - ბროზოვიჩი (71. ჩოპი), ბადელი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - კრამარიჩი (81. როგი), მანჯუკიჩი (87. კალინიჩი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-8; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 3-9 (0-5); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 15 567

უკრაინა-კოსოვო 3:0
გოლები: 1:0 რაჰმანი (31 ს.კ.), 2:0 იარმოლენკო (81), 3:0 როტანი (87)
უკრაინა (4-4-2): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, კუჩერი, სობოლი - კოვალენკო, სტეპანენკო კონოპლიანკა (79. კარავაევი), იარმოლენკო - კრავეცი (84. ზოზულია), ზინჩენკო (63. როტანი)
კოსოვო (4-2-3-1): უიკანი - პერდედაი (77. სულეიმანი), რაჰმანი, პნიში, პაქარადა - მეჰა (54. ბ. ბერიშა), კრეიზიუ - რაშიცა (66. ზენელი), შალა, ვ. ბერიშა - მურიქი
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-9 (6-2); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 15 000

ისლანდია-თურქეთი 2:0
გოლები: 1:0 ბიარნასონი (42), 2:0 ფინბოგასონი (44)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, ე. ბიარნასონი (85. მაგნუსონი), გ. სიგურდსონი, ბ. ბიარნასონი - ბოდვარსონი (61. სიგურდარსონი), ფინბოგასონი (67. კიარტანსონი)
თურქეთი (4-1-4-1): ბაბაჯანი - იოზბაირაკლი, ტოპრაკი, ტოპალო, ერკინი - აიჰანი - იოზთეკინი (59. ტოსუნი), ტუფანი (43. ჩიგერჩი), ჩალჰანოღლუ, შენი (66. ერდინჩი) - მორი
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-11 (7-2); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 12 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 2 1 0 8-1 7
2. ისლანდია 3 2 1 0 6-3 7
3. უკრაინა 3 1 2 0 6-3 5
4. თურქეთი 3 0 2 1 3-5 2
5. ფინეთი 3 0 1 2 3-5 1
6. კოსოვო 3 0 1 2 1-10 1

მომდევნო ტური
12 ნოემბერი:
ხორვატია-ისლანდია, თურქეთი-კოსოვო, უკრაინა-ფინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული