სტუმრად გამარჯვება იზეიმა და ჯგუფს სათავეში მოექცა ბრაზილიის ნაკრები, რომელმაც გაბრიელ ჟეზუშისა და ვილიანის გოლებით ვენესუელას სძლია. სტუმართა განაცხადში არ ყოფილა ნეიმარი.
საკუთარ მოედანზე პარაგვაისთან შერცხვა ლიონელ მესის გარეშე, საკმაოდ უფერულად მოთამაშე არგენტინის ნაკრები (0:1).
ჩილემ შინ პერუს არტურო ვიდალის დუბლით მოუგო (2:1).
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ბოლივია-ეკვადორისა და კოლუმბია-ურუგვაის შეხვედრებში.
10 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 21 ქულით ბრაზილია
აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურის შეხვედრაში, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება, ბრაზილიის ნაკრები თავის ყველაზე პრინციპურ მეტოქეს - არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა. X ტური
ბოლოვია-ეკვადორი 2:2
გოლები: 1:0, 2:0 პაბლო ესკობარი (3, 45), 2:1, 2:2 ენერ ვალენსია (47, 89).
გაძევება: ლუის კაისედო (ეკვ. 79).
კოლუმბია-ურუგვაი 2:2
გოლები: 1:0 აბელ აგილარი (15), 1:1 კრისტიან როდრიგესი (27), 1:2 ლუის სუარესი (73), 2:2 ერი მინა (84).
ჩილე-პერუ 2:1
გოლები: 1:0, 2:1 არტურო ვიდალი (10, 85), 1:1 ედინსონ ფლორესი (76).
არგენტინა-პარაგვაი 0:1
გოლი: 0:1 დერლის გონსალესი (18)
ვენესუელა-ბრაზილია 0:2
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (8), 0:2 ვილიანი (53).