სომხეთის ნაკრებმა 0:2 შემოაბრუნა და 3:2 იმარჯვა ჩერნოგორიასთან. კოიაშევიჩმა და იოვეტიჩმა სტუმრები დააწინაურეს, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს და ლიდერობა დააკარგვინეს. გამარჯვების გოლი გევორქ ღაზარიანის ანგარიშზეა.
დანიის ნაკრებმა იოლად დაამარცხა ყაზახეთი - 4:1, დუბლი შეასრულა კრისტიან ერიქსენმა.
რუმინეთი-პოლონეთის მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში ინციდენტი მოხდა - გულშემატკივარმა პეტარდი მოედანზე გადმოაგდო, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის სიახლოვეს აფეთქდა და გოლეადორი დააშავა. როგორც ჩანს, ამან ძალიან გააბრაზა ფორვარდი და მან დარჩენილ დროში
პარასკევი. 11 ნოემბერი
სომხეთი-ჩერნოგორია 3:2
გოლები: 0:1 კოიაშევიჩი (36), 0:2 იოვეტიჩი (38), 1:2 გრიგორიანი (50), 2:2 ჰაროიანი (74), 3:2 ღაზარიანი (93)
დანია-ყაზახეთი 4:1
გოლები: 1:0 კორნელიუსი (15), 1:1 სუიუმბაევი (17), 2:1 ერიქსენი (36-პენ), 3:1 ანკერსენი (78), 4:1 ერიქსენი (92)
რუმინეთი-პოლონეთი 0:3
გოლები: 0:1 გროსიცკი (11), 0:2 ლევანდოვსკი (83), 0:3 ლევანდოვსკი (91-პენ)
თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 4 3 1 0 10-5 10
2. ჩერნოგორია 4 2 1 1 9-4 7
3. დანია 4 2 0 2 7-5 6
4. რუმინეთი 4 1 2 1 6-4 5
5. სომხეთი 4 1 0 3 4-10 3
6. ყაზახეთი 4 0 2 2 3-11 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"