რუმინელმა გულშემატკივრებმა რობერტ ლევანდკოვსკი პეტარდით ააფეთქეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, რუმინეთში გამართული მუნდიალის შესარჩევი მატჩის დროს უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა.

რუმინეთი-პოლონეთის შეხვედრის 54-ე წუთზე გულშემატკივარმა მოედანზე პეტარდა ისროლა, რომელიც ფორვარდის სიახლოვეს დაეცა. ლევანდოვსკი არბიტრს გაზონზე საგნის ჩამოვარდნაზე მიანიშნებდა, როდესაც პეტარდა აფეთქდა. პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ძირს დაეცა და სახეზე ხელები აიფარა. მოედანზე უმალ ექიმები შევარდნენ.

ინციდენტის შემდეგ არბიტრმა ფიფას დელეგატებთან თამაშის შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილა, თუმცა შემდეგ მატჩი გაგრძელდა, ლევანდოვსკი კი მოედანზე დაბრუნდა.

როგორც ჩანს, ამან ძალიან გააბრაზა ფორვარდი და მან დარჩენილ დროში რუმინელთა კარში დუბლი შეასრულა,
სტუმრებმა კი 3:0 მოიგეს და 10 ქულით ჯგუფს ლიდერობენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამგები გაიგებდა, რა შუაშია ასაფეთქებელი. ანუ აქ მოტივაციის ამაღლებაზე მაქვს საუბარი. აუფეთქეს ადამიანს და მოტივაცია გაეზარდა უფრო მოტივირებული გახდა, თორემ ჩვენებს რომ აუფეთქო ეჭვი მაქვს კანტუზიას მიღებენ. და ვინ სთქვა რომ ნაკრები არ მინდა, რომ მინდა იმიტომაც მინდა რომ იტამაშონ, ერთი ორს რომ იტამაშებენ და თავში უვარედებათ და ჩვენც გვგონია რომ მაგრები არიან ამაშია პრობლემა. არ მითხრათ ეხლა ნამდვილი გულშემატკივარი არ ხარო. პრობლემა რაც არის უნდა ითქვას რომ მოგვარდეს და არა თავი ჩავყოთ სილაში. ბექა შენ ჩაქრი
დავით123
15:06 12-11-2016
1
დავითს. შენ მეისპე
Beqa
14:33 12-11-2016
1

სიახლეები პოპულარული