რუმინელმა გულშემატკივრებმა რობერტ ლევანდკოვსკი პეტარდით ააფეთქეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, რუმინეთში გამართული მუნდიალის შესარჩევი მატჩის დროს უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა.

რუმინეთი-პოლონეთის შეხვედრის 54-ე წუთზე გულშემატკივარმა მოედანზე პეტარდა ისროლა, რომელიც ფორვარდის სიახლოვეს დაეცა. ლევანდოვსკი არბიტრს გაზონზე საგნის ჩამოვარდნაზე მიანიშნებდა, როდესაც პეტარდა აფეთქდა. პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ძირს დაეცა და სახეზე ხელები აიფარა. მოედანზე უმალ ექიმები შევარდნენ.

ინციდენტის შემდეგ არბიტრმა ფიფას დელეგატებთან თამაშის შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილა, თუმცა შემდეგ მატჩი გაგრძელდა, ლევანდოვსკი კი მოედანზე დაბრუნდა.

როგორც ჩანს, ამან ძალიან გააბრაზა ფორვარდი და მან დარჩენილ დროში რუმინელთა კარში დუბლი შეასრულა,
სტუმრებმა კი 3:0 მოიგეს და 10 ქულით ჯგუფს ლიდერობენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა ჩვენებსაც ვინმე აუფეთქებდეს ფეხებში პეტარდებს, ტან უკლებლივ ყველას, თერთმეტივეს კი არა 22-ვეს
დავით123
12:55 12-11-2016
0
Es bijebi yvelapers aketeben carmatebistvis sset uazro komentarebs ratocer
Beqa
13:38 12-11-2016
0

სიახლეები პოპულარული