ლიგა 1. XXIII ტური: "მონაკო" ერთპიროვნული ლიდერია

AutoSharing Option
4 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"მონაკომ" ლიდერთა ჯახში 3:0 სძლია "ნიცას" და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ვალერი ჟერმენმა ანგარიში გახსნა, ხოლო რადამელ ფალკაომ დუბლი შეასრულა და სეზონში გოლების რაოდენობა 14-მდე გაზარდა. "მონაკოს" შემტევმა დუეტმა პირწმინდად დაჩაგრა სტუმართა დუეტი ალასან პლეასა და მარიო ბალოტელის შემადგენლობით.

"ნიცას" მარცხით ისარგებლა "პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც სტუმრად 3:1 მოუგო "დიჟონს" და მეორე ადგილზე გადავიდა. ანგარიში ლუკას მოურამ გახსნა, რასაც კაბოვერდეელი ტავარეშის საპასუხო გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ტიაგო სილვამ გაიყვანა პსჟ წინ, ხოლო
ედინსონ კავანიმ
სეზონში 22-ე გოლი გაიტანა.

"ბორდოსა" და "რენის" შეხვედრაში (1:1) გამოცდილმა ვარსკვლავებმა გაიტანეს გოლები - ჟერემი მენეზმა მასპინძელთა მხრიდან, ხოლო იოან გურკუფმა სტუმრებიდან. კიდევ ერთმა ვეტერანმა შეგვახსენა თავი, ექსარსენალელმა ჟერემი ალიადიერმა "ლორიანს" სტუმრად მოაგებინა "ლილთან" შეხვედრაში.

შაბათი. 4 თებერვალი
მონაკო-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 ჟერმენი (47), 2:0 ფალკაო (60), 3:0 ფალკაო (81)

ბორდო-რენი 1:1
გოლები: 1:0 მენეზი (56), 1:1 გურკუფი (69)

ლილი-ლორიანი 0:1
გოლი: 0:1 ალიადიერი (49)

მონპელიე-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 მონიე (17), 1:1 კრიველი (34), 2:1 მონიე (64)
გაძევება: ჯიკუ (92. ბასტია)

დიჟონი-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 ლუკასი (29), 1:1 ტავარეში (31), 1:2 ტ. სილვა (81), 1:3 კავანი (84)

გენგამი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 კარამო (92)

პარასკევი. 3 თებერვალი
მეცი-მარსელი 1:0

კვირა. 5 თებერვალი
ტულუზი-ანჟერი 18:00
ნანტი-ნანსი 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 23:59

1. მონაკო - 52 ქულა; 2. პსჟ - 49; 3. ნიცა - 49; 4. ლიონი - 37; 5. სტ. ეტიენი - 33.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული