ლიგა 1. XXVII ტური: "მონაკო" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია

AutoSharing Option
25 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერმა "მონაკომ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "გენგამი", საჯარიმოში ჩაწოდებას კამილ გლიკის გოლი მოჰყვა, ხოლო მეორე ტაიმში ფაბინიომ პანენკას სტილში შეასრულა პენალტი. გენგამელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

"ლილისა" და "ბორდოს" 5-გოლიანი თრილერი ამ უკანასკნელმა 3:2 მოიგო. სტუმართა რიგებში დუბლი შეასრულა ადამ უნამ.

შაბათი. 25 თებერვალი
გენგამი-მონაკო 1:2
გოლები: 0:1 გლიკი (24), 0:2 ფაბინიო (86-პენ), 1:2 დიდო (90)

ნანსი-ტულუზი 0:0

ლილი-ბორდო 2:3
გოლები: 0:1 ვადა (16), 1:1 დე პრევილი (66-პენ), 2:1 ედერი (67), 2:2 უნა
(78), 2:3 უნა (82)
გაძევება: პალმიერი (80. ლილი), მავუბა (91. ლილი)

ანჟერი-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 ეკამბი (18), 2:0 ეკამბი (57), 3:0 ბურილიონი (78)
გაძევება: კაუზაკი (74. ბასტია)

რენი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 სიო (19)

პარასკევი. 24 თებერვალი
ნანტი-დიჟონი 3:1
ნიცა-მონპელიე 2:1

კვირა. 26 თებერვალი
სტ. ეტიენი-კაენი 18:00
ლიონი-მეცი 20:00
მარსელი-პსჟ 23:59

1. მონაკო - 62 ქულა; 2. ნიცა - 59; 3. პსჟ - 56; 4. ლიონი - 43; 5. ბორდო - 42.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული