ლიგა 1. XXVII ტური: ცალკარა კლასიკი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ცხრილის ბოლოს შეამჩნევთ შენიშვნას - "მეცს" 2 ქულა აქვს დაკლებული. ამიერიდან, ქულა დააკლდა "ბასტიასაც", მაგრამ ჯერ მხოლოდ პირობითად. თუკი რამე მსგავსი გამეორდა, რაც კორსიკაზე "ნიცას" სტუმრობას მოჰყვა, ქულა "ბასტიას" ყოველგვარი განხილვის გარეშე ჩამოაკლდება, ქულა, რომელიც ამ გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან ალალ ბრძოლაში მოიპოვა.

კორსიკული კლუბი ფანების გამო ისჯება, მათ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს მარიო ბალოტელის, თანაც, არაერთხელ. ამ ტურში იტალიელი დისკვალიფიკაციის გამო არ იყო. ასე რომ, "მონპელიეს", ამ მხრივ, არაფერი ემუქრება, "ნიცამ" ბალოტელის გარეშე შეძლო და ამ გუნდთან თამაში
შემოატრიალა. "ნიცას" ახალი გმირი ჰყავს, მიკაელ ლე ბიონი, რომელმაც დუბლი შეასრულა.

26 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში დიდი ამბით გადაიყვანეს "ნიცაში", მაგრამ ლამის პირველივე მატჩში გოლიც გაიტანა და ფეხიც ისე მოიტეხა, თითქმის წელიწად-ნახევარი გაუცდა. ლე ბიონი სწორედ ამ თამაშში დაუბრუნდა მონატრებულ ფეხბურთს.

"მონაკო", ალბათ, ისევ მანჩესტერული თრილერის შთაბეჭდილების ქვეშაა, თუმცა ლიგა 1-ის ლიდერმა ტურის პროგრამა წარმატებით შეასრულა - "გენგამს" სამი ქულა აართვა. "მონაკომ" ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობებიდან გაიტანა, კამილ გლიკის გოლი საჯარიმოს მოჰყვა, ხოლო ფაბინიომ პენალტი პანენკას სტილში შეასრულა. "გენგამის" გოლი ნაგვიანევი იყო...

"ბასტიას" კაპიტანმა იანიკ კაიუზაკმა "ანჟერთან" მატჩში წითელი ბარათი იმიტომ მიიღო, რომ მე-4 მსაჯს ხელიდან ტაბლო გააგდებინა. სხვათა შორის, ეს კაიუზაკის მესამე გაძევებაა მისთვის ბოლო 4 მატჩში.

ფრანგულ კლასიკში ბრძოლა არ შედგა, პსჟ ისე გაუსწორდა "მარსელს", როგორც "ბარსას" ლიგაზე, ერთი სხვაობით, "ველოდრომზე" უნაი ემერის გუნდმა ერთი გოლი მაინც გაუშვა - 5:1.

XXVII ტური
ნანტი-დიჟონი 3:1
გოლები: 1:0 ბამუ (3), 1:1 დუბოა (37 ს. კ.), 2:1 სალა (59-პენ), 3:1 პარდო (79)
გაძევება: დიონი (85. დიჟონი)

ნიცა-მონპელიე 2:1
გოლები: 0:1 მუნიე (9), 1:1 ლე ბიონი (68), 2:1 ლე ბიონი (85)

გენგამი-მონაკო 1:2
გოლები: 0:1 გლიკი (24), 0:2 ფაბინიო (86-პენ), 1:2 დიდო (90)

ნანსი-ტულუზი 0:0

ლილი-ბორდო 2:3
გოლები: 0:1 ვადა (16), 1:1 დე პრევილი (66-პენ), 2:1 ედერი (67), 2:2 უნა (78), 2:3 უნა (82)
გაძევება: პალმიერი (80. ლილი), მავუბა (91. ლილი)

ანჟერი-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 ეკამბი (18), 2:0 ეკამბი (57), 3:0 ბურილიონი (78)
გაძევება: კაიუზაკი (74. ბასტია)

რენი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 სიო (19)

სტ. ეტიენი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 როდელენი (32)

ლიონი-მეცი 5:0
გოლები: 1:0 დეპაი (43), 2:0 დეპაი (53), 3:0 ბალიუ (74 ს. კ.), 4:0 ლაკაზეტი (78), 5:0 ვალბუენა (91)

მარსელი-პსჟ 1:5
გოლები: 0:1 მარკინიოსი (6), 0:2 კავანი (16), 0:3 ლუკასი (50), 0:4 დრაქსლერი (61), 1:4 ფანი (70), 1:5 მატუიდი (72)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ვერატი, რაბიო, მატუიდი - ლუკასი (73. დი მარია), პასტორე (55. დრაქსლერი), კავანი (82. ბენ არფა)

ბომბარდირები: 26 - ედინსონ კავანი (პსჟ); 22 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული