საფრანგეთის თასი. ფინალი: პსჟ მეთერთმეტედ, ემერი 200%-ით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სტად დე ფრანსზე" ის თამაში ვერ ვიხილეთ, რომელიც თვალს ახარებს, მაგრამ ფინალებში ხშირად ხდება ხოლმე ასე. დაძაბულობა, რომელიც ფინალებს ახლავს, შემტევ ფეხბურთს აზარალებს.

ასე რომ, აშკარა ფავორიტმა "პარი სენ-ჟერმენმა" კარგა ხანს გასაღები ვერ მოუძებნა "ანჟერის" კარს... 91-ე წუთამდე, როცა პარიზელთა კუთხურს ისა სისოკოს თავური მოჰყვა საკუთარ კარში - 1:0 და პსჟ მე-11-ედ დაეუფლა საფრანგეთის თასს. ეს რეკორდია, პსჟ-მა "მარსელს" გაუსწრო (10 ტიტული). პსჟ-ს სულ 33 ტიტული დაუგროვდა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ქვეყანაში.

პარიზელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს საფრანგეთის თასი, ხოლო მაქსველი
საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა, ბრაზილიელმა 37-ე საკლუბო ტიტული მოიპოვა. 15 პსჟ-ის მაისურით, 10 - "ბარსელონასი", - 6 - "აიაქსის", 5 - "ინტერის" და ერთიც - "კრუზეიროს" მაისურით. 35 წლის მცველმა ასწია კიდეც საფრანგეთის თასი კაპიტნის სტატუსით მატჩის შემდეგ.

უნაი ემერი (პსჟ): "მე კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი პსჟ-სთან და პარიზში ყველაფერი მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება და დაიხვეწება".

ნასერ ალ ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი): "ყოველთვის ვამბობდი, რომ ემერი არ წავა "პარი სენ-ჟერმენიდან". ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 200%-ით გარკვეულია, ემერი პსჟ-ის თავკაცი იქნება შემდეგ სეზონშიც. ის ბედნიერია კლუბში და ხელმძღვანელობაშიც კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით. როგორ შევაფასებდი სეზონს? შესაფასებელი ბევრია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ახლა, მოდით, გამარჯვებით დავტკბეთ".

მაქსველი (პსჟ): "ძალიან მძიმე და ამავე დროს, ბედნიერი დღე მაქვს. ძნელია პსჟ-სთან დამშვიდობება და იმის გაცნობიერება, რომ აქ აღარ ვითამაშებ. 2012 წლიდან აქ ვთამაშობდი და მიხარია, რომ ჩემი პარიზული კარიერა ტიტულის მოგებით დასრულდა".

ანჟერი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 ისა სისოკო (94 ს. კ.)
ანჟერი (4-1-4-1): ლეტელიე - ისა სისოკო, ისმაელ ტრაორე, თომასი, მანსეუ - სანტამარია (91. ბერიგო) - პეპე (84. ტაი), ნ'დოი, მანგანი, ეკამბი - დიედიუ (63. ბამბა)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია, კავანი, დრაქსლერი (72. პასტორე)
მაყურებელი: 80 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული