მარკო ვერატი აგენტს უპირისპირდება და პსჟ-ს ბოდიშს უხდის

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვერატი, მისი აგენტის სიტყვების გამო, პარიზულ კლუბს ბოდიშს უხდის.

გუშინ, დონატო დი კამპლიმ, პსჟ-ს ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ვერატი "დატყვევებული" ჰყავთ და მას "ბარსელონაში" არ უშვებენ.

თავად ვერატი, აგენტის სიტყვებს არ ადასტურებს:

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რთული პერიოდი გვქონდა. ვნახე, რა კომენტარი გააკეთა ჩემმა აგენტმა და მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი სიტყვები არ ყოფილა. მსურს კლუბის პრეზიდენტს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ბოდიში მოვუხადო.

- ვერატის აგენტი: მარკო პსჟ-ის პრეზიდენტის ტყვეა, კლუბი მას არ
გაყიდის


აქ ბედნიერი ვარ. ვარჯიშს დავუბრუნდი და ამით კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ კლუბი მენდობა და მინდა კიდევ ერთხელ მოვიბოდიშო.

"პარი სენ ჟერმენის" პატივისცემის გამო, ბევრს არ ვლაპარაკობ. იმ დონის ფეხბურთელად, როგორიც ამჟამად ვარ, სწორედ ამ კლუბის წყალობით ვიქეცი და მომხდარის გამო ვწუხვარ." - ციტირებს ვერატის სიტყვებს Sport.

მარკო ვერატის ეს კომენტარი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მას პსჟ-ს დატოვების იმედი აღარ აქვს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს "ბარსელონაში" თამაშის სურს, რასაც მისი აგენტი და კატალონიური კლუბის პრეზიდენტიც ადასტურებენ, თუმცა, "პარი სენ ჟერმენი" ტრანსფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არავის აღარ უნდა ბარსაში გადასვლა იმიტომ რომ იქ ციციკორეა ანუ მესი.ყველაფერს აკონტროლებს.ამიტომაც არის ბარსა ასეთ დღეში.
ამაშია საქმე
19:12 08-07-2017
0
არავის აღარ უნდა ბარსაში გადასვლა იმიტომ რომ იქ ციციკორეა ანუ მესი.ყველაფერს აკონტროლებს.ამიტომაც არის ბარსა ასეთ დღეში.
ამაშია საქმე
19:11 08-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული