ბრიტანული "სანი" წერს, რომ მონეგასკებმა, რომლებიც უფულობას ნამდვილად არ უჩივიან, კლუბის ამომავალ ვარსკვლავს მეგა-კონტრაქტი შესთავაზეს, რათა მან წასვლაზე ფიქრი (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) თავიდან ამოიგდოს და "მონაკოში" დარჩეს.
მბაპეს ახლანდელი ხელფასი კვირაში 18 ათასი ევროა, რაც, რა თქმა უნდა, შესაშური ხელფასია, მაგრამ არა ვარსკვლავისთვის. "მონაკო" მბაპეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომელშიც ხელფასად კვირაში 225 ათასი ევროა
ჯერჯერობით, უცნობია, როგორია ფეხბურთელის დამოკიდებულება. თუ თინეიჯერი დათანხმდება "მონაკოს" წინადადებას, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"