ადილ რამი საფრანგეთში დაბრუნდა

AutoSharing Option
31 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ადილ რამი "მარსელში" გადავიდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ადილ რამიმ საფრანგეთი 2011 წელს დატოვა, როდესაც "ლილიდან" "ვალენსიაში" გადავიდა. 2014 წელს ის "მილანს" შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა და კონტრაქტი "სევილიასთან" გააფორმა.

ანდალუსიურ გუნდში ორ სეზონში 76 შეხვედრის ჩატარების შემდეგ რამიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

არაოფიციალური ინფორმაციით, "მარსელს" ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული