"მონაკო" გრანდებს: ფიფაში გიჩივლებთ!

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის გრანდების ყველაზე სასურველი ფეხბურთელი ახლა 18 წლის ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპეა. მისი თავისთან დაგულება ყველა გრანდს სურს, თუმცა ყველას არ შეუძლია იმდენის გადახდა, რაც დღეისათვის "მონაკოს" ვარსკვლავი ღირს.

როგორც ჩანს, მის ხელში ჩასაგდებად კლუბები აკრძალულ მეთოდებსაც იყენებენ, რის გამოც "მონაკოს" ხელმძღვანელობა იძულებულია, ფიფას მიმართოს. სხვადასხვა კლუბები ცდილობენ თავად მბაპესთან ან მის გარემოცვასთან "მონაკოს" გვერდის ავლით დაკავშირებას. ეს კი ფიფას რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

როგორც ამბობენ, ფრანგული კლუბის მესვეურებს ყველაზე დიდი პრეტენზიები "პარი სენ-ჟერმენისა" და "მანჩესტერ სიტის" მიმართ აქვთ.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
იყიდება ნივთივით და წარმოიდგინეთ უნდა გაიყიდოს მხოლოდ მხოლოდ სხვისი ხელით.
ეს არაა ადამიანის უფლებების დარღვევა??? ეხ ასეთი რამ საბჭოეთში არ ხდებოდა, მეხი დაეცეს გორბაჩოვს სსრკ-ის დაშლისთვის,ისეთი მეხი,როგორიც ედუარდს დაეცა. მაპატიე ღმერთო.
დათო
12:56 21-07-2017
0

სიახლეები პოპულარული