"ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. იგი ვერაფრით ჩაეწერა პსჟ-ში და მისთვის საუკეთესო ვარიანტი სხვა გუნდის მონახვა იქნება. არადა, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და სხვა სტილის გუნდში ძველებურად ათამაშდება", - განაცხადა ემერიმ.
კრიხოვიაკი პსჟ-ში "სევილიადან" გადავიდა, სადაც სწორედ ემერის ხელმძღვანელობით თამაშობდა.
ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში 27 წლის ფეხბურთელმა 11 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 7 სასტარტო შემადგენლობაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"