საფრანგეთი. ლიგა 1. II ტური: პსჟ ისევ ვერ იგებს

AutoSharing Option
"მარსელმა" მშობლიურ "ველოდრომზე" ჩემპიონატის პირველი მატჩი გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ისევე, როგორც პირველი ტურის შეხვედრაში, პროვანსელებმა ბურთზე ტოტალური კონტროლი დააწესეს და მეტოქეს ბევრი არაფრის უფლება არ მისცეს.

მიუხედავად ინიციატივისა, ელი ბოპის გუნდმა პირველ ტაიმში გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა. მეორე ახალი დაწყებული იყო, როცა პიერ-ანდრე ჟინიაკმა ძველი დრო გაიხსენა და გუნდის გამარჯვებას დაუდო სათავე. 26 წლის თავდამსხმელს დუბლის კი არა, ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე ღალატობდა. შეხვედრა მორგან ამალფიტანოსა და როდ ფანის შედეგიანი კომბინაციით დასრულდა.

კორსიკელები უნიკალური
ხალხია. "აიაჩოში" წესრიგის დასამყარებლად მათ ზეგამოცდილ ალექს დიუპონს უხმეს, მწვრთნელს, რომელიც პირველ ტურში "ნიცასთან" თავად მოიქცა უდისციპლინოდ და ახლა მინიმუმ სამი მატჩით მოუწევს ტრიბუნებზე ჯდომა.

"პარი სენ-ჟერმენთან" მისმა შეგირდებმა, როგორც უკანასკნელი ბრძოლა, ისე ჩაატარეს. მთელი 90 წუთი ემოციების სიჭარბე იყო და ამის ბრალი იყო, მე-60 წუთზე ესეკილ ლავესი მინდვრიდან რომ გააძევეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. II ტური
ლილი-ნანსი 1:1
გოლები: 0:1 ბაკარი (33), 1:1 კალუ (43)

ლიონი-ტრუა 4:1
გოლები: 0:1 ბაებეკი (47), 1:1 გომისი (51), 2:1 ბასტოსი (65), 3:1 ლოპესი (89), 4:1 გომისი (90)

ბასტია-რეიმსი 2:1
გოლები: 0:1 ფავერჟე (6), 1:1 მოდესტე (62-პენ), 2:1 ილანი (90)

ბრესტი-ევიანი 1:0
გოლი: 1:0 ბაი (90)

ლორიანი-მონპელიე 2:1
გოლები: 0:1 ერერა (37), 1:1 ტრაორე (90), 2:1 ალიადიე (90)

ტულუზი-სტ. ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 კაპუ (5), 2:0 იედერი (59), 2:1 გრადელი (90)

ვალანსიენი-ნიცა 0:0

ბორდო-რენი 1:0
გოლი: 1:0 ობრანიაკი (75)

მარსელი-სოშო 2:0
გოლები: 1:0 ჟინიაკი (54), 2:0 ფანი (90)

აიაჩო-პსჟ 0:0

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 2 2 0 0 5-1 6
2. მარსელი 2 2 0 0 3-0 6
3. ბასტია 2 2 0 0 5-3 6
4. ბორდო 2 2 0 0 4-2 6
5. ლორიანი 2 1 1 0 4-3 4
6. ლილი 2 1 1 0 3-2 4
7. ტულუზი 2 1 1 0 3-2 4
8. ნანსი 2 1 1 0 2-1 4
9. ვალანსიენი 2 1 1 0 1-0 4
10. აიაჩო 2 1 1 0 1-0 4
11. ბრესტი 2 1 0 1 1-1 3
12. პსჟ 2 0 2 0 2-2 2
13. მონპელიე 2 0 1 1 2-3 1
14. ნიცა 2 0 1 1 0-1 1
15. სტ. ეტიენი 2 0 0 2 2-4 0
16. ევიანი 2 0 0 2 2-4 0
17. რეიმსი 2 0 0 2 1-3 0
18. რენი 2 0 0 2 0-2 0
19. სოშო 2 0 0 2 2-5 0
20. ტრუა 2 0 0 2 1-5 0

ბომბარდირები
2-2 ჟერემი ალიადიე (ლორიანი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ტოიფილუ მალუდა (ბასტია), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), ბენ იადერი (ტულუზი), ლუდოვიკ ობრანიაკი (ბორდო), ანტონი მოდესტე (ბასტია)

მომდევნო ტური
24 აგვისტო: ევიანი-ლიონი.
25 აგვისტო: ნიცა-ლილი, ნანსი-ტულუზი, რეიმსი-სოშო, რენი-ბასტია, ტრუა-ლორიენი, ვალანსიენი-აიაჩო.
26 აგვისტო: მონპელიე-მარსელი, სტ. ეტიენი-ბრესტი, პსჟ-ბორდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული