დიდიე დეშამმა ნაკრებში სამირ ნასრი არ გამოიძახა

AutoSharing Option
დიდიე დეშამმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 12 ოქტომბერს იაპონიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის, ხოლო 16 ოქტომბერს ესპანეთის ნაკრებთან გასამართი შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მოემზადებიან.

ნაკრებში დაბრუნდნენ ლასანა დიარა და მუსა სისოკო. ისინი ბასკმა ტრავმირებული რიო მავუბას და აბუ დიაბის ნაცვლად გამოიძახა. ასევე არ არის ნაკრებში სამირ ნასრი, რომელმაც 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

ნასრის არგამოძახებაზე დეშამმა შემდეგი რამ თქვა: "სამირი შესანიშნავი ფეხბურთელია და ის ნაკრების მოთამაშედ რჩება. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ მისი გამოძახებისთვის ახლა საუკეთესო დრო არ იყო. მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და იმედია,
რომ ასეც გააგრძელებს".


ასევე, ეროვნულ გუნდში ვერ ვხედავთ იან მვილას, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში არის გამოძახებული.

"იანზეც ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა - ის ნაკრების კანდიდატია. უბრალოდ, ამ სიტუაციაში გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ის ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებოდა, რომელსაც ნორვეგიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ელის" - განაცხადა დეშამმა "რენის" ნახევარმცველის შესახებ.

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ნორვეგიასთან ორმატჩიანი დუელი ელის, რომლის გამარჯვებულიც ევრო 2013-ის საგზურს მოიპოვებს.

საფრანგეთის ეროვნული გუნდის სრული სია კი ასეთია:

მეკარეები: მიკელ ლანდრო (ლილი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).
მცველები: გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მატიო დებუში (ლილი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), კრისტოფ ჟალე (პსჟ), ლორან კოშიელნი (არსენალი), ადილ რამი (ვალენსია), მამადუ სახო (პსჟ), მაპუ იანგა-მბივა (მონპელიე).
ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), ეტიენ კაპუ (ტულუზი), ლასანა დიარა (ანჟი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მუსა სისოკო (ტულუზი), მატიო ვალბუენა (მარსელი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ჟერემი მენეზი (პსჟ).
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული