მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთი უგულოდ დასრულდა, შეხვედრა ძალიან სანახაობრივი იყო, მეტოქეები ბურთს მოედნის ცენტრში არ აჩერებდნენ და მუდმივად შეტევაზე ფიქრობდნენ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა 87-ე წუთი, როდესაც "ტულუზელმა" სტივ იაგომ, ვისაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, ძალიან უხეშად ითამაშა ჟულიენ მიკელის წინააღმდეგ. ვარდნა იმდენად უხეში იყო, რომ მიკელს მოედნის დატოვება მოუწია, ხოლო იაგომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
დამატებით დროში "ლილს" უდიდესი უპირატესობა
ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის გუნდები დუელში გამარჯვება სტატუსით უფრო ძლიერებმა მოიპოვეს. "რენმა", რომელსაც ამ შეხვედრაში იან მვილა დაუბრუნდა, რომენ ალესანდრინის ერთადერთი გოლით მოუგო "არლს", "ტრუამ" კი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა, ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერი "მონაკო" სტუმრად დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
საინტერესო უნდა ყოფილიყო "სოშოს" და "სენტ ეტიენის" მატჩი, მაგრამ "მწვანეებმა" მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და დიდი ანგარიშით მოუგეს. საფრანგეთის "რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლი რომენ ამუმამ შეასრულა, ერთი გოლი კი არგენტინელმა ალეხანდრო ალონსომ გაიტანა.
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/8 ფინალი
სოშო-სტ. ეტიენი 0:3
გოლები: 0:1 ამუმა (10), 0:2 ამუმა (68), 0:3 ა. ალოსნო (90).
მონაკო-ტრუა 1:2
გოლები: 1:0 ფერეირა კარასკო (25-პენ), 1:1 რინკონი (65), 1:2 ოტონი (81).
რენი-არლი 1:0
გოლი: 1:0 ალესანდრინი (18).
ლილი-ტულუზი 1:0 დ.დ.
გოლი: 1:0 რუ (117).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"