საფრანგეთის ნაკრები: დიდიე დეშამმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 14 ნოემბერს, იტალიის ქალაქ პარმაში ევროპული ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირება შედგება - იტალიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ფრანგთა დამრიგებელმა დიდიე დეშამმა ამ შეხვედრისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. ნაკრებში ვერ მოხვდა ქარიმ ბენზემა, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო.

ეროვნულ გუნდში ბრუნდებიან "ლიონის" ნახევარმცველი იოან გურკუფი, რომელიც ტრავმის გამო დიდ ხნის განმავლობაში ვერ თამაშობდა და "ლილის" გარემარბი დიმიტრი პაიე.

მთლიანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები:
მიკელ ლანდრო (ლილი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).
მცველები: გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მატიო
დებუში (ლილი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), კრისტოფ ჟალე (პსჟ), ლორან კოშელნი (არსენალი), ადილ რამი (ვალენსია), მამადუ სახო (პსჟ), მაპუ იანგა-მბივა (მონპელიე).
ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), ეტიენ კაპუ (ტულუზი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), იოან გურკუფი (ლიონი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მუსა სისოკო (ტულუზი), მატიო ვალბუენა (მარსელი).
თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (არსენალი), ბაფეტემბი გომისი (ლიონი), ჟერემი მენეზი (პსჟ), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), დიმიტრი პაიე (ლილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული