საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ხუთეული დაისჯება

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ახალგაზრდული ნაკრების ხუთი წევრის დასჯას აპირებს.

იან მვილამ (რენი), კრის მავინგამ (რენი), ანტუან გრიზმანმა (სოსიედადი), ვისამ ბენ იედერმა (ტულუზი) და მბაიე ნიანგმა (მილანი) ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის შემდეგ, რომელიც საფრანგეთმა ნორვეგიას 1:0 მოუგო, ლე ავრიდან პარიზში იმგზავრეს და გამარჯვება ელისეის მინდვრებზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში აღნიშნეს.

თითქოს არაფერი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “მამლებს” რამოდენიმე დღეში საპასუხო მატჩი ელოდათ, რომელიც საფრანგეთის ნაკრებმა ნორვეგიაში 3:5 წააგო და ევრო 2013-ის საგზური “ვიკინგებს” დაუთმო.

ჟურნალისტების და სპეციალისტების აზრით,
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნების გამო (15 დეკემბერს) დამნაშავეებს მკაცრად არ დასჯიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული