ცოტა ხნის წინ პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პორტუგალიელებით დაინტერესება უარყო, მაგრამ ახლა მისმა მარჯვენა ხელმა დაადასტურა ცნობა, რომლის მიხედვითაც ფრანგები რონალდოში 123 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
"კრიშტიანო რონალდოს და ჟოზე მოურინიოს შეძენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.
პსჟ საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიოში საუკეთესოები ვიყოთ" - განუცხადა ალ თანიმ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"