ალენ ჟირესი სენეგალის ნაკრებშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალენ ჟირესი სენეგალის ეროვნული გუნდის თავკაცად დაინიშნა.

60 წლის ფრანგმა სენეგალის ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჟირესის ამოცანა სენეგალის ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატსა და 2015 წელს მაროკოში დაგეგმილ აფრიკის თასზე გაყვანა იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუნდს, რომელიც 2002 წლის მუნდიალზე ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში გავიდა, მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე არ უასპარეზია.

ჟირესი, რომელიც 80-იან წლებში მიშელ პლატინისთან, ლუის ფერნანდესთან და ჟან ტიგანასთან ერთად საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ნახევარდაცვის წევრი იყო, სენეგალელებმა გერმანელ ფოლკერ ფინკეს ამჯობინეს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ალენ ჟირესი "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული