ლიგა 1. XXII ტური: ასეთებიც ხდება, "ნანსიმ" მოიგო

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 22-ე ტური პარასკევს დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ვალანსიენში ჯიმი ბრიანის და ლისანდრო ლოპესის გარეშე ჩავიდა, რითაც ამ ფეხბურთელების გუნდიდან წასვლა, პრაქტიკულად, დადასტურდა.

მიუხედავად დანაკლისისა, სტუმრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. გოლები გეიდა ფოფანამ და ბაფეტიმბი გომისმა, შესაბამისად, მე-8 და 28-ე წუთებზე გაიტანეს. გომისისთვის ეს გოლი ჩემპიონატში უკვე მე-12 იყო და პირველი 2013 წელს.

ამ მოგების წყალობით "ლიონმა" 45 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში სამი ქულით გაუსწრო "მარსელს", რომელმაც შაბათს იან მვილას გარეშე დარჩენილ "რენთან" ორი ქულა დაკარგა. სტუმრების მხრიდან გოლები
ანდრე აიუმ
და ჯორდან აიუმ გაიტანეს, "რენისგან" კი თავი კევინ ტეოფილ კატერინმა და რომენ ალესანდრინიმ გამოიჩინეს. ეს უკანასკნელი შესანიშნავ ფორმაშია - 23 წლის ფეხბურთელმა ბოლო 11 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა აუტსაიდერების კარგი გარჯა იყო. "ტრუამ" მძიმე ბრძოლაში "ბრესტს" მოუგო, რომლის მხრიდანაც მორიგი გოლი გაიტანა ედენ ბენ ბასატმა. თავისი გმირი "ტრუასაც" ჰყავს: ბოლო პერიოდში ბრწყინავს ფაბიენ კამიუ - გენიალური მწერლის მოგვარემ ყველა ტურნირზე, ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა; არადა, კამიუ ნახევარმცველია.

"ტრუას" გამარჯვებაზე მეტად აღსანიშნავი "ნანსის" ასპარეზობაა. პატრიკ გაბრიელის შეგირდებმა 20-მატჩიანი (!) მოუგებელი სერია შეწყვიტეს და აგვისტოს შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა პოლ ალოო ეფულუმ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე თასზე "ნიცასთან" დუბლი გაიფორმა.

რაც შეეხება სებასტიენ პუიგრენიეს: ვეტერანმა მცველმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სამი გოლი "ნანსის" რიგებში წელს ასევე ჯამელ ბაკარმა და "სენტ ეტიენში" განათხოვრებულმა იოან მოლომ გაიტანეს.

იოლი გამარჯვება მოიპოვა "სენტ ეტიენმა" და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. 8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა პიერ-ემერიკ ობამეინმა, რომელმაც 79-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. გაბონელს ლიგა 1-ში 10 ნოემბრის შემდეგ არ გაეტანა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ნიცაში, სადაც მასპინძელმა "ბორდოსთან" წააგო. კლოდ პუელის გუნდს ბოლო 6 საშინაო მატჩი მოგებული ჰქონდა, წაგებით კი 11 აგვისტოს შემდეგ არ წაეგო, როდესაც "ნიცა" ჩემპიონატის პირველ ტურში "აიაჩოსთან" დამარცხდა. ამ მოგების წყალობით, "ბორდო" მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო სატურნირო ცხრილში გადაასწრო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური
ვალანსიენი-ლიონი 0:2
გოლები: 0:1 ფოფანა (8), 0:2 გომისი (28).

რენი-მარსელი 2:2
გოლები: 0:1 ა. აიუ (38), 1:1 ტეოფილ კატერინი (59), 1:2 ჯ. აიუ (83), 2:2 ალესანდრინი (88).

ნანსი-ლორიანი 2:1
გოლები: 1:0 ალოო ეფულლუ (36), 1:1 ალიადიერი (50), 2:1 პუიგრენიე (71).

ტრუა-ბრესტი 2:1
გოლები: 1:0 კამიუ (44), 2:0 დარბიონი (54), 2:1 ბენ ბასატი (61).

ევიანი-აიაჩო 1:1
გოლები: 0:1 ოლიეჩი (36), 1:1 ვასი (54).

მონპელიე-სოშო 2:0
გოლები: 1:0 ერერა (28), 2:0 უტაკა (34).

რეიმსი-ტულუზი 1:1
გოლები: 0:1 კაპუ (56), 1:1 კრიხოვიაკი (74).

სტ. ეტიენი-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 ბრანდაო (9), 2:0 ობამეიანი (79), 3:0 გილავოგი (85).

ნიცა-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 საივე (58).

პსჟ-ლილი 1:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები
: 19 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 9 - ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია), ობამეიანი (სენტ ეტიენი); 8 - ალიადიერი (ლორიანი), ფერე (რენი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXII ტურის წინ: ლიდერი ექსჩემპიონის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული