ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ხოსეპ გვარდიოლა მხდალია. ის ჩემი კარიერის ყველაზე სუსტი მწვრთნელია

AutoSharing Option
გერმანული პრესის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ესპანელი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ამჯერად ეს შვედმა ფორვარდმა ავტობიოგრაფიულ წიგნში: "მე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი" გააკეთა.

"ეს მხდალის მუშაობაა. გვარდიოლა ჩემს კარიერაში ყველაზე სუსტი მწვრთნელი იყო", - წერს პსჟ-ის ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩისა და გვარდიოლას გზები "ბარსელონაში" გადაიკვეთა, სადაც ზლატანმა ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ კი გვარდიოლამ მისი მოცილება წარმატებით შეძლო.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: დევიდ ბექჰემმა გამარჯვება იცის
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: რომელი კლუბი იტყოდა უარს მოურინიოსა და რონალდოზე?
მკითხველის კომენტარები / 4 /
შენ სუსტი ფეხბურთელი ნამდვილად არ ხარ,ძალიან ნიჭიერი ხარ,მაგრამ იმ დიდებულ ანსამბლში ვერ ჩაჯექი,შენი საქმე გოლების გატანაა,რომ ვერ გაქქონდა ეს გვარდიოლას ბრალი არაა.
sake
15:54 04-02-2013
0
ხო, ბიჭო, იმიტომ არ ეხვეწებოდნენ "ჩელსიში" გადასვლას და ახლა "ბაიერნმა" შემთხვევით მიიწვია. უბრალოდ, იბრა, როგორც ყველა უთვისტომო ადამიანი (წარმოშობით ბოსნიელი, შვედეთში გაზრდილი, პროფესიული ფეხბურთელობა ჰოლანდიაში დაიწყო, მერე მოიარა რამდენიმე ქვეყანა) ყველგან თვითდამკვიდრების სინდრომით არის დაავადებული და ეს ადამიანის ხასიათს დიდ დაღს ასვამს. ბარსელონაში, პირველ რიგში, კაცურ ქცევას აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ფეხბურთელია, ადამიანური თვისებებით შეუთავსებელი გახდა "ბარსელონასათვის". ამის დამალვას ცდილობს, და უბრალოდ ნონსენსია, როცა ამბობს, გვარდიოლა სუსტია მწვრთნელიაო. საფეხბურთო სამყაროში ამის არვის სჯერა.
ძველი გულშემატკივარი
16:22 04-02-2013
0

სიახლეები პოპულარული