თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ფავორიტი "ლილი" პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით იგებდა - დუბლი სალომონ კალუმ შეასრულა.
მეორე ტაიმის დებიუტში თავი მარკო ბაშამაც გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. "ლილს" ამ ტურამდე ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში 8 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი ჰქონდა განცდილი და მე-9 გამარჯვებაც თითქოს უკვე ჯიბეში ჰქონდა...
3:0-ზე სტუმართა ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ ივარაუდებდა იმას, რაც
მართალია, "სოშომ" გასავარდნი ზონა ვერ დატოვა, მაგრამ დაუგეგმავი ქულა რომ მოიპოვა, ესეც ფაქტია და ვინ იცის, ეს ერთი ქულა სეზონის ბოლოს რამხელა მნიშვნელობას შეიძენს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ლილზე", რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.
ტურის ცენტრალური მატჩი კი "სტად ჟერლანზე" გაიმართა. მოსისხლე მტრებმა, "ლიონმა" და "სენტ ეტიენმა" ქულები გაიყვეს. "ლილის", "ლიონის" და "სენტ ეტიენის" ფრეებით "ნიცამ" და "მარსელმა" ისარგებლეს. ორივე ზღვისპირულმა გუნდმა მოიგო - "მარსელმა" უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრო, "ნიცა" კი ქულებით "მწვანეებს" წამოეწია.
ლიგა 1. XXXIV ტური
ლილი-სოშო 3:3
გოლები: 1:0 კალუ (26), 2:0 კალუ (45), 3:0 ბაშა (48), 3:1 კანტე (73), 3:2 ნოგეირა (84), 3:3 ნოგეირა (87).
ლორიანი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ვალბუენა (25).
გაძევება: ოდარი (90. ლორიანი), ა. აიუ (90. მარსელი).
აიაჩო-მონპელიე 2:1
გოლები: 0:1 მუნიე (56), 1:1 დელორტი (82-პენ), 2:1 ოლიეჩი (90).
გაძევება: ფ. დიავარა (47. აიაჩო), ელ კაუტარი (81. მონპელიე).
ბრესტი-რენი 0:2
გოლები: 0:1 დუკურე (28), 0:2 მონტანიო (37).
ლიონი-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 ზუმა (29), 1:1 გურკუფი (54).
ნიცა-ტრუა 3:1
გოლები: 0:1 იატარა (21), 1:1 სიველი (34), 2:1 ცვიტანიჩი (45), 3:1 ბრუინსი (77).
ევიანი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 პასტორე (50)
გაძევება: ვერატი (81. პსჟ), ბექჰემი (90.პსჟ), ხელიფა (90. ევიანი)
იხილეთ ვიდეო
ბორდო-რეიმსი 0:0
ბასტია-ტულუზი 0:0
ვალანსიენი-ნანსი 0:0
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 34 22 7 5 61-20 73
2. მარსელი 34 19 7 8 38-32 64
3. ლიონი 34 17 9 8 55-36 60
4. სტ. ეტიენი 34 15 13 6 56-28 58
5. ლილი 34 15 12 7 53-35 57
6. ნიცა 34 16 9 9 51-41 57
7. ლორიანი 34 13 11 10 53-52 50
8. მონპელიე 34 14 6 14 51-45 48
9. ბორდო 34 11 15 8 35-30 48
10. რენი 34 13 6 15 46-49 45
11. ტულუზი 34 10 12 12 40-42 42
12. ვალანსიენი 34 10 11 13 42-48 41
13. ბასტია 34 11 7 16 44-62 40
14. რეიმსი 34 9 11 14 31-38 38
15. აიაჩო 34 9 13 12 37-46 38
16. ნანსი 34 8 11 15 33-49 35
17. ევიანი 34 8 10 16 39-50 34
18. სოშო 34 8 10 16 37-55 34
19. ბრესტი 34 8 5 21 29-53 29
20. ტრუა 34 5 13 16 39-59 28
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა
ბომბარდირები
27 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 15 - ალიადიერი (ლორიანი), ცვიტანიჩი (ნიცა); 14 - გომისი (ლიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"