"ნიცას" სარეკორდო სეზონი

AutoSharing Option
კლოდ პუელის მიერ გაცოცხლებული "ნიცა" რეკორდს რეკორდზე ამყარებს. "ლიონმა" მორიგი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, ანდრე-პიერ ჟინიაკი კი საოცარ ფორმაშია...

მთავარი:
17 - "ნიცას" "რენი" 1990 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული. კვირას კლოდ პუელის გუნდმა ბრეტანელებს 3:0 მოუგო, სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა. ასეთი წარმატებული სეზონი ზღვისპირულ გუნდს 1977/78 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია. კლოდ პუელის სამწყსოს ასეთ კარგ ასპარეზობას, დიდწილად, შეტევა განაპირობებს. "ნიცას" უკვე 54 გოლი აქვს გატანილი. ამაზე მეტი გუნდმა ბოლოს 1978/79 სეზონში გაიტანა
(58).

გუნდური მიღწევები:
7 - კვირას "ლიონმა" "ნანსის" სტუმრად 3:0 მოუგო და ამ სეზონში დიდი ანგარიშით მეშვიდედ იმარჯვა. რემი გარდის გუნდს სულ 18 მოგება აქვს. აქედან 39 პროცენტი - სამი ან მეტბურთიანი სხვაობით.

6 - "სოშომ" "ლორიანს" 1:0 სძლია და შინ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, აქედან ოთხი 2013 წელს. იანვრიდან მოყოლებული, საკუთარ მოედანზე დაგროვებული ქულების მიხედვით, "სოშოზე" უკეთესი შედეგი მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს.

9 - "ტულუზმა" "ლილს" 4:2 მოუგო და ამ შეხვედრაში კარში 9-ჯერ დაარტყა. ასეთი კარგი შედეგი ამ გუნდს ბოლოს 2012 წლის 26 თებერვალს ჰქონდა, როდესაც "სოშოს" 2:0 სძლია.

ინდივიდუალური მიღწევები:
7 - ანდრე-პიერ ჟინიაკმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს "ბასტიასთან" მოაგებინა (2:1). 27 წლის ფორვარდმა კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, აქედან ოთხჯერ ზუსტად. ამ სეზონში ჟინიაკმა მეორე დუბლი შეასრულა და ახლა ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 65 გოლია.

10 - "მონპელიეს" ფორვარდმა სულეიმან კამარამ სეზონში თავისი მეათე გოლი გაიტანა, რაც სენეგალელისთვის საუკეთესო შედეგია. ლიგა 1-ის ბოლო ორ სეზონში კამარამ გოლების 84 პროცენტი "სტად დე ლა მოსონზე" გაიტანა.

13 - "ტულუზის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვისამ ბენ იედერმა სეზონში მეცამეტე გოლი გაიტანა. აქედან 10 მან საკუთარ მოედანზე შეაგდო. "ლილთან" გამართულ შეხვედრაში ბენ იედერის ყველა დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა - ასეთი რამ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე მეექვსედ მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: "რენის" 2000
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული