"ბრესტთან" შეხვედრაში, რომელიც "პარი სენ-ჟერმენმა" ანგარიშით 3:1 მოიგო, ბექჰემი კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და მინდორი 81-ე წუთზე გულშემატკივართა ოვაციის ფონზე დატოვა.
"სიმართლე გითხრათ, მატჩის დამთავრებამდე უკვე 20 წუთით ადრე მიჭირდა თამაშზე კონცენტრირება და ფეხზე ძლივს ვიდექი მოძალებული ემოციის გამო.
ეს ღამე ძალიან დიდხანს მემახსოვრება, მადლობა მოთამაშეებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა საკუთარ ბოლო მატჩზე დევიდ ბექჰემმა, რომელმაც მინდვრიდან გასვლისას ცრემლი ვერ შეიკავა.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და შოუბიზნესის ცნობილი სახე
საკუთარი კარიერის განმავლობაში ბექჰემი თამაშობდა ისეთ მსოფლიო გრანდებში, როგორებიცაა: "მანჩესტერ-იუნაიტედი", "რეალი", "მილანი" და "პარი სენ-ჟერმენი".
იხილეთ ვიდეო