ნაკრებში ჟერემი მენეზს ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვლის

AutoSharing Option
ჟერემი მენეზი საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა და მისი ადგილი ალექსანდრ ლაკაზეტმა დაიკავა.

"პარი სენ ჟერმენის" და საფრანგეთის ნაკრების ექიმებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ დიდიე დეშამმა გადაწყვიტა, რომ 26 წლის მენეზისთვის დასვენების საშუალება მიეცა და მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში "ლიონის" 21 წლის შემტევს უხმო.

ლაკაზეტს ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშია, თუმცა მას ყველა ასაკობრივი ჯგუფი აქვს გამოვლილი და ყველგან ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 3 გოლის გამტანმა ფეხბურთელმა 2008 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, 2010-ში კი - 19-წლამდელთა პირველობაზე,
სადაც ფინალში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა (საფრანგეთმა ესპანეთს 2:1 მოუგო). 2011 წელს ლაკაზეტმა ახალგაზრდულ მუნდიალზე იასპარეზა, სადაც 5 გოლით, ალვარო ვასკესთან და ენრიკესთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 5 ივნისს მონტევიდეოში ურუგვაის დაუპირისპირდება, 9 ივნისს კი პორტუ ალეგრიში ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული