რადამელ ფალკაომ "მონაკოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"მონაკოში" რადამელ ფალკაოს გადასვლის შესახებ 31 მაისს თავად სამთავროს კლუბის მილიარდელმა მეპატრონე დმიტრი რიბოლოვლევმა გამოაცხადა.

"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ფორვარდმა რადამელ ფალკაომ "მონაკოსთან" მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კოლუმბიელი ჩვენთან გადმოვიდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია", - წერს რიბოლოვლევი "მონაკოს" ოფიციალურ საიტზე.

26 წლის კოლუმბიელმა, რომელსაც "ელ ტიგრეს" (ვეფხვი) ეძახიან, ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო სატრანსფერო თანხა არ გამოუცხადებიათ.

ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაო "მონაკოს" 45 მილიონი ევრო უჯდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული