"აიაჩომ" ფაბრიციო რავანელი წარადგინა

AutoSharing Option
13 ივნისს "აიაჩომ" ახალი მთავარი მწვრთნელი ფაბრიციო რავანელი წარადგინა.

იტალიელი სამწვრთნელო კარიერას სწორედ კორსიკულ კლუბში დაიწყებს. აქამდე, "იუვენტუსის", "მარსელის", "ლაციოს" და იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, მხოლოდ "იუვეს" ახალგაზრდულ გუნდში აქვს ნამუშევარი, მაგრამ მიუხედავად მწირი გამოცდილებისა, "აიაჩოში" არჩევანი მაინც მასზე შეაჩერეს.

44 წლის იტალიელმა გუნდის პრეზიდენტ ალენ ორსონის ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ კლუბი განვითარებას გააგრძელებს და ლიგა 1-ში ადგილს პრობლემის გარეშე შეინარჩუნებს.

"ბატონი ორსონის მიერ შემოთავაზებული პროექტი ძალიან მომეწონა. საფრანგეთის ჩემპიონატი უმაღლესი დონის პირველობაა, სადაც ტექნიკურ და ლამაზ
ფეხბურთს თამაშობენ.

ჩვენი მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, თუმცა მხოლოდ ამით დაკმაყოფილება არც მე მსურს და არც გუნდის ხელმძღვანელობას. ჩვენ წინ ვიყურებით და გვინდა, რომ "აიაჩოსგან" სოლიდური, ლიგა 1-ის მუდმივი მონაწილე გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც მომავალში მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებს,"
- განაცხადა პრეზენტაციაზე რავანელიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მარსელს" სათავეში ფაბრიციო რავანელი ჩაუდგება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული