ლორან ბლანი პსჟ-ის მწვრთნელია

AutoSharing Option
25 ივნისს, კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალში" ოფიციალურად დანიშვნიდან რამდენიმე საათში, "პარი სენ-ჟერმენმა" ლორან ბლანთან 2-წლიანი (1+1) კონტრაქტი გააფორმა.

47 წლის სპეციალისტი, რომელმაც "ბორდოში" მოღვაწეობის მეორე სეზონში დუბლი შეასრულა, მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგება.

"პსჟ ბედნიერია გაუწყოთ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის
მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი იქნება,"
- წერია პარიზული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

"ბორდოს" გარდა, ბლანი საფრანგეთის ნაკრებშიც მუშაობდა (2010-12 წლებში). ევრო 2012-ის 1/4-ფინალში ესპანეთთან წაგების შემდეგ, ყოფილმა ფეხბურთელმა პოსტი დატოვა და დღემდე უმუშევარი იყო.

დოსიე
ლორან ბლანი
დაიბადა: 1965
წლის 9 ნოემბერი

საფეხბურთო კარიერა:
პოზიცია: ცენტრალური მცველი
1983-91. მონპელიე. 273 თამაში, 84 გოლი
1991-92. ნაპოლი. 31 თამაში, 6 გოლი
1992-93. ნიმი. 30 თამაში, 1 გოლი
1993-95. სტ. ეტიენი. 73 თამაში, 18 გოლი
1995-96. ოსერი. 32 თამაში, 4 გოლი
1996-97. ბარსელონა. 38 თამაში, 1 გოლი
1997-99. მარსელი. 79 თამაში, 16 გოლი
1999-2001. ინტერი. 86 თამაში, 6 გოლი
2001-03. მანჩესტერ იუნ. 75 თამაში, 4 გოლი
საფრანგეთის ნაკრები:
1989-2000. 97 თამაში, 16 გოლი

სამწვრთნელო კარიერა:
2007-10. ბორდო. 93 მოგება, 31 ფრე, 35 წაგება
2010-12. საფრანგეთი. 16 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება
სამწვრთნელო ტიტულები:
საფრანგეთის ჩემპიონი: 2008-09
საფრანგეთის თასის მფლობელი: 2008-09

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლორან ბლანი პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული