"მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატს -2 ქულით დაიწყებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ელიტაში დაბრუნებული "მონაკო" ტურნირს დანაკარგით დაიწყებს - ამ კლუბს ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ 2 ქულა დააკლო.

ამასთან, "მონაკო" ერთ მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინ გამართავს. ამ დასჯის მიზეზი მაისში მომხდარი არეულობაა.

"მონაკო" გიორგი მაკარიძის "ლე მანს" ხვდებოდა, როცა "მონაკოს" ფანებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, მოედანზე შეიჭრნენ და ერთმა ფანმა მსაჯსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

შეგახსენებთ, რომ "მონაკომ" ხმაურიანი ტრანსფერები გააკეთა (რადამელ ფალკაო, ჯეიმს როდრიგესი, ჟოაო მოუტინიო, რიკარდო კარვალიო), ამიტომაც კლაუდიო რანიერის გუნდი ტიტულისთვის მებრძოლად მიიჩნევა.

ასევე იხილეთ:
"მონაკო" მზადაა,
კრიშტიანო რონალდოში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული