"პარი სენ-ჟერმენმა" მარკინიოსი 32 მილიონ ევროდ იყიდა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" კიდევ ერთი ხმაურიანი შენაძენი გააკეთა - "რომას" მცველი მარკინიოსი იყიდა.

19 წლის ბრაზილიელმა პარიზში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. იტალიური პრესის ინფორმაციით, მარკინიოსი პსჟ-ს 32 მილიონი ევრო უჯდება, რასაც კიდევ ბონუსები ემატება.

კომენტარი გააკეთა პსჟ-ის მწვრთნელმა ლორან ბლანმა: "მე კმაყოფილი ვარ მარკინიოსის დამატებით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კლუბი მომავალზე მუშაობს".

შეგახსენებთ, რომ ახლახან პსჟ-მ ლუკას დინი და ედინსონ კავანი დაიმატა.

ასევე იხილეთ:
რომა VS ლაციო: "მგლები" თუ "არწივები"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული