კლაუდიო რანიერი: "მონაკოს" ევროპის მწვერვალებისკენ გავუძღვები [VIDEO]

AutoSharing Option
"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ კლუბის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის ისტორია მხოლოდ ახლა იწყება.

მისი თმიქთ, ძველი დიდების დაბრუნება იოლი არ იქნება.

"გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ფუნდამენტი ახლა იდება, ამიტომ დიდი შრომაა საწირო. გუნდში გასულ სეზონში მივედი და ეს პროექტი ჩემთვის დიდი გამოწვევაა.

ამბიციური ადამიანი ვარ და ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ გუნდს მხოლოდ საფრანგეთის სიმაღლეებისკნენ კი არა, არამედ ევროპის მწვერვალებისკენ გავუძღვე",
- განაცხადა რანიერიმ.

"მონაკო" საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონია, თუმცა 2011 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ 2012 წელს რანიერის მისვლის
შემდეგ "მონაკო" კვლავ ლიგა 1-ში დაბრუნდა.

27 ივლისს "მონაკოსმ" ამხანაგურ მატჩში "ლესტერი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა, სადაც გუნდის ახალწვეული რადამელ ფალკაო გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული