საფრანგეთი. ლიგა 1. IV ტურის წინ: ვუყუროთ "მარსელი"-"მონაკოს"!

AutoSharing Option
შაბათ-კვირას ლიგა 1-ში მე-4 ტურის მატჩები გაიმართება, რომლებშიც, სხვებთან ერთად, დიდიე დეშამის 8 შეგირდი მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ თბილისში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გამოემგზავრება.

"ლე ბლოს" ძირითადი ჯგუფი ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული. დანარჩენებისგან კი ჩვენი ყურადღება "მარსელის" კვარტეტზე იქნება გამახვილებული.

ქართველთათვის საინტერესო
ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ მარსელში გაიმართება - ჩემპიონობის მოულოდნელი კანდიდატი "მონაკო" "მარსელს" სტუმრობს. აი, ამ შეხვედრაში შეიძლება ვიხილოთ 5 ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც "დინამო არენაზეც" ვნახავთ.

ესენია, სტუმართა მცველი ერიკ აბიდალი და მასპინძელთა კვარტეტი - მეკარე, სტივ მანდანდა და შემტევი ტრიო:
მატიო ვალბუენა, დიმიტრი პაიე და ანდრე-პიერ ჟინიაკი. "მონაკოს" რიგებში ალბათ ვერ მოესწრება კიდევ ერთი ახალწვეულის გაფორმება, რომელიც ასევე გამოძახებულია საფრანგეთის ნაკრებში - საუბარი, ექს-სევილიელ საყრდენ ნახევარმცველ ჟოფრეი კონდოგბიაზეა.

კლაუდიო რანიერის "მონაკოს" დიდებული სტარტი აქვს, გუნდი 7 ქულით მე-2 ადგილზეა და პსჟ-ს უკვე 2 ქულით უსწრებს. კიდევ უფრო კარგი სტარტი ჰქონდა მარსელის "ოლიმპიკს", ელი ბოპის გუნდი ერთადერთია ლიგა 1-ში, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს და 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

თქმა არ უნდა, რომ რანიერის ბიჭებისთვის "მარსელთან" დაპირისპირება ყველაზე სერიოზული ტესტია. სწრედ აქ უნდა გამოჩნდეს, რამდენად შეეფერება "მონაკოს" ლიგა 1-ის ფავორიტის სტატუსი.

შემადგენლობა ვარსკვლავურია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი. თავის მხრივ, სტუმრებს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ადარდებთ - ბოპის გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა "არსენალთან", "დორტმუნდათან" და "ნაპოლისთან" ერთად.

ისტორია გვეუბნება, რომ "მარსელი" "მონაკოსთან" შინ წარმატებულად თამაშობს - 20 მოგება, 13 ფრე და მხოლოდ 9 მარცხი. მათი პირველი დაპირისპირება უმაღლეს ლიგაში კი 1953 წელს შედგა. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 3 წლის წინ, 2010 წელს შეხვდნენ და 2:2 დაზავდნენ.

სხვათა შორის, "ოლიმპიკის" ერთი გოლის ავტორი ვალბუენა ახლაც ამ გუნდშია. ბოლოს "მარსელმა" მონაკოს 2007 წელს მოუგო შინ.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ "ლიონის" ვიზიტს "ევიანთან", "პარი სენ-ჟერმენის" საშინაო შეხვედრას "გენგამთან" და "სენტ ეტიენისა" და "ბორდოს" დაპირისპირებას.

საფრანგეთი. ლიგა 1. IV ტური:
31 აგვისტო
ევიანი-ლიონი 16:00
პსჟ-გენგამი 19:00
ბასტია-ტულუზი 22:00
ლორიანი-ვალანსიენი 22:00
რეიმსი-ნანტი 22:00
რენი-ლილი 22:00
სოშო-აიაჩო 22:00

1 სექტემბერი
სტ. ეტიენი-ბორდო 16:00
ნიცა-მონპელიე 19:00
მარსელი-მონაკო 23:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 4 - ემანუელ რივიერი (მონაკო), 3 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), დიმიტრი პაიე (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), მუსტაფა იატაბარე (გენგამი), ნელსონ ოლივეირა (რენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული