თმით მითრია და თავი მაცივარზე მარტყმევინა - ლილიან ტურამს საყვარელმა უჩივლა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ლილიან ტურამს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია სენსაციურია იმდენად, რამდენადაც ტურამი აქამდე შესაშური რეპუტაციით სარგებლობდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავდა და ერთი ხანობა სულაც პოლიტიკისკენ გაუწია გულმა.

1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპპიონს ყოფილმა მეგობარმა ქალმა, 41 წლის ტელეწამყვანმა კარინ ლე მარშანმა პოლიციაში უჩივლა. მისი თქმით, ლილიანმა კამათის დროს თმით ითრია და მაცივარზე სამჯერ მიარტყმევინა თავი.

შედეგად, ტურამს პოლიციაში დაკითხვაზე მოუხდა მისვლა.

შეგახსენებთ, რომ ტურამმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია
(142), კარიერა 2008 წელს, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულა.

მომზადებულია closermag.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული