შეგახსენებთ, რომ 34 წლის აბიდალს ცოტა ხნის წინ ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა და მისი გადანერგვა დასჭირდა.
"ალვეში ჩემი კარგი მეგობარია და მასთან ყველაფერზე შემიძლია, დაუფარავად ვილაპარაკო.
ის ბრწყინვალე ადამიანია და ყოველთვის მხარში მედგა. ჩემთვის მძიმე პერიოდში, როდესაც საქმე ოპერაციამდე მივიდა, მან საკუთარი ღვიძლის ნაწილი შემომთავაზა.
რა თქმა უნდა, დათანხმება არც მიფიქრია, რადგან ის ხომ პროფესიონალი ფეხბურთელია. ასეთი რამ კი მნიშვნელოვნად
ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა", - უთხრა აბიდალმა გამოცემა AS-ს.