კლაუდიო რანიერი: ჯეიმს როდრიგესს ვუთხარი, რომ ის ჩემპიონია და მე მისი მჯერა [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-9 ტურში "მონაკომ" "სენტ ეტიენს" მოუგო, მაგრამ ქომაგები გვარიანად ანერვიულა - გუნდს გამარჯვება თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ლუკას ოკამპოსმა მოუტანა - 2:1.

ოკამპოსმა პირველი გოლის ავტორი ბელგიელი იანიკ ფერეირა-კარასკო შეცვალა, ორივე ფეხბურთელს ასისტენტობას კოლუმბიელი ჯეიმს როდრიგესი უწევდა. ამ ორ გოლს შორის კი საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გოლი იყო - რენო კოადის პასით თავი რომა ჰამუმამ გამოიჩინა.

კლაუდიო რანიერი (მონაკო): "ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათის სიმტკიცე, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა ამ საღამოს კარგად გამოავლინეს. მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ.
"მონაკოში" ბევრია მაღალი კლასის ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ ხარისხი არასაკმარისია. ბევრი შეცდომა დავინახე.

ჯეიმს როდრიგესს ძლიერ ვაკრიტიკებდი, მაგრამ მგონი ის პრესას არ კითხულობს, მერე მივედი და ვუთხარი, რომ ის ჩემპიონია და მისი მჯერა... ორი საგოლე პასი გააკეთა"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული